სულაც არ არის აუცილებელი გოგოებს მაინცდამაინც ვარდისფერი, ბიჭებს კი ლურჯი ტანსაცმელი შევურჩიოთ
მშობლები ძალიან დიდ დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, როგორი ტანსაცმელი შეურჩიონ ბავშვებს. შესაბამისად, ხშირად ითვალისწინებენ იმას, თუ რა ფერის და როგორი მასალით შეკერილი სამოსი ითვლება მოდურად.
როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, ბოლო დროს საბავშვო მოდის ინდუსტრია იმეორებს უფროსებისთვის მორგებულ სტილს და პატარებისთვის ისეთ სამოსს გვირჩევს, რომელიც მიახლოებულია უფროსების ჩაცმის სტილთან.
2018-2019 წლის შემოდგომა - ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის მოდურ ტანსაცმელად ითვლება, ნატურალური მასალისგან შეკერილი ტანსაცმელი. თბილი დღეებისთვის დიზაინერების ბამბის, აბრეშუმის და სელისგან დამზადებულ ტანსაცმელებს გვირჩევენ. ცივ ამინდში კი ჯინსის, ვილვეტის, ბამბის და კაშმირის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელები აქტუალობას არ კარგავენ. ასევე მოდურ ტრენდად ითვლება, სხვადასხვა მატერიისა და დეტალის შეხამება.
დიზაინერების გადაწყვეტილებით, ბავშვებისთვის შეკერილ ტანსაცმელზე დატანალია ფლორისა და ფაუნის ელემენტები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ააქვს, რომელი სეზონისთვის ვარჩევთ სამოსს. საერთოდ, 2019 წლის ტრენდად ითვლება, დიდი ზომის ყვავილებისა და მცენარეების პრინტი ტანსაცმელზე. პოპულარულია 3-D ფორმატის ნახატები კოფთებზე, ქურთუკებზე და მაისურებზე. ტანსაცმელზე დახატული გამოსახულებები არ არის აუცილებელი იყოს მკვეთრი და ნათელი.