წყვილმა იუბილე ჯერ სახლში აღნიშნა შვილებთან ერთად, მერე კი ცოლ-ქმარი ქალაქგარეთ რესტორანში განმარტოვდა "თითოეული დღე შენთან ერთად დღესასწაულია... წელიწადის 4 სეზონი ხარ ჩემთვის... ამბობენ, დროთა განმავლობაში ურთიერთობა ხუნდებაო... ჩვენ ყოველდღე ვახალისებთ ჩვენს საოჯახო პორტრეტს, რომ მასიური გახუნება ჩვენ არ შეგვეხოს... მიხარია, რომ სიტყვა "მიყვარხარ" სულ ისმის ჩვენს ოჯახში და ის მნიშვნელობას არ კარგავს. მიხარია, რომ ყოველ ღამე ძილის წინ ღიმილით გიყურებ და მადლობას ვიხდი ჩემი ბედნიერებისთვის... მიხარია, რომ ერთადერთი რასაც ვთხოვთ ღმერთს, ასე გაგრძელდეს მთელი ჩვენი ცხოვრება. მიხარია, რომ მყავხარ... მიხარია, რომ დაიბადე... ცხოვრება მიხარია შენთან ერთად". - სწორედ ამ სიტყვებით მიულოცა ხატია სიჭინავამ ქმარს - სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს დაბადების დღე სოციალურ ქსელში და ორიგინალური ტორტის ფოტოც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, რამაზი სამი გოგონას შემდეგ კვლავ ბიჭის მოლოდინშია.
წყვილმა იუბილე ჯერ სახლში აღნიშნა შვილებთან ერთად, მერე კი ცოლ-ქმარი ქალაქგარეთ რესტორანში განმარტოვდა.