ჟურნალისტი და მომღერალი, ლიზა მაღრაძე, დღეს შეიძლება ბევრ თქვენგანს არც კი ახსოვს, თუმცა, ბევრი წლის წინ, პატარა გოგონა ძალიან პოპულარული იყო და განსაკუთრებით ბავშვებს უყვარდათ.
ჟურნალისტი და მომღერალი, ლიზა მაღრაძე, დღეს შეიძლება ბევრ თქვენგანს არც კი ახსოვს, თუმცა, ბევრი წლის წინ, პატარა გოგონა ძალიან პოპულარული იყო და განსაკუთრებით ბავშვებს უყვარდათ.
ლიზა მაყურებელმა მომღერლის ამპლუაში გაიცნო, მისი დუეტი თათია გიორგობიანთან მაშინდელი რეიტინგების ლიდერი იყო.
შემდეგ ლიზა აქტიურ სასიმღერო კარიერას ჩამოშორდა. მის მიმართ ჩვენი ინტერესი ამჯერად იმიტომ გაჩნდა, რომ ლიზა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია.
ის ცნობილი ბიზნესმენის დის შვილია. ლიზა ათი წლის იყო, როცა ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.
როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბაბუის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. ბადრი პატარკაციშვილი მუდმივად ცდილობდა, თავისუფალი დრო ლიზასთან გაეტარებინა და მას ყველა ოცნებას უსრულებდა.