მჯერა, რომ ქართულ ოჯახებში ძირითადად, ერთნაირი დრამა ტრიალებს მჯერა, რომ ქართულ ოჯახებში ძირითადად, ერთნაირი დრამა ტრიალებს. ამიტომ არც ჩემი შემთხვევა მგონია გამონაკლისი და დარწმუნებული ვარ, ბევრი გამიგებს. მითუმეტეს ისინი, რომლებიც წლებია, დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობენ.
საქმე სტუმრიანობას ეხება. ამის გამო ძალიან დაგვეძაბა ბოლო დროს ურთიერთობა ოჯახში. კონფლიქტი მაქვს ქმართანაც, რომელიც გაიძახის, რომ სტუმარი არ მიყვარს. რომ ისე არ მაბედნიერებს მოულოდნელი სტუმარი, როგორც ჭეშმარიტ ქართველ დიასახლისს უნდა აბედნიერებდეს. აბა რა, განა ბედნიერებისგან არ უნდა გავბრწყინდე, სამსახურიდან დაქანცული რომ მოვალ, სახლში სამეცადინებელი შვილები და გასაკეთებელი სადილი მელოდება, მეორე დღისთვის მოსაწესრიგებელი მყავს თავიც, ბავშვებიც, ქმარიც და სახლიც, შუა მისაღებში კი გაშლილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცარიელი სუფრა მხვდება აყაყანებული კაცებით...
გაგიკვირდებათ და მაცივარი ყოველთვის არ მაქვს სავსე იმდენი კერძითა და სასუსნავით, ერთდროულად 3-4 კაცს რომ გაისტუმრებს. ანუ უნდა დავტრიალდე, გაუჩენელი გავაჩინო, გავამზადო, მივართვა და გაბადრული ღიმილით ვუცადო, როდის მოაგონდებათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. სხვათა შორის, შეიძლება არც მოაგონდეთ და იქვე ლოგინის გაშლა მომიხდეს, ასეთი გამოცდილებაც მაქვს.
ჩაშლილია ყველაფერი, რასაც საღამოსთვის ვგეგმავდი, გულშეღონებული სხედან ბავშვებიც, იმიტომ, რომ სამეცადინო დარჩათ და ამ რია-რიაში თავში არაფერი შესდით. ჩემს დაღლაზე და ნერვებზე ვინ დარდობს საერთოდ. თან სულ უნდა მახსოვდეს, რომ რომ ამ დროს სახეზე ბედნიერების ნიღაბი არ მომებრიცოს.
ეს ყველაფერი თუ არ მომწონს, ესე იგი არასტუმართმოყვარე და უჟმური ადამიანი ვარ? ყოველ შემთხვევაში, ჩემი დედამთილი და ქმარი ასე ფიქრობენ. არადა რა ვქნა, კვირაში 6 დღე სამსახურში ვარ. ჩემი დედამთილი ძირითადად წნევის ზომვით და წამლების დოზის რკვევით არის დაკავებული მთელი დღე. ყველაფერი ჩემი მოსასწრები და გასაკეთებელია, საშინლად ვიღლები თუ სახლში, თუ სამსახურში, ნერვებიც უკვე მღალატობს და ამ დროს თურმე რა პრობლემაა, რამდენიმე დავიწყებულ ნაცნობ-ნათესავს თუ ქეიფი მოენატრა? თან სრულიად მოულოდნელად, უმიზეზოდ და გაუფრთხილებლად. შენ რა, მუდამ მზად არ უნდა იყო ასეთი მოკეთეების გულში ჩასახუტებლად? თან გაითვალისწინეთ, რომ საუბარია კაცებზე, რომლებიც სვამენ, ეწევიან, როხროხებენ, წარა-მარა ბავშვებს ეძახიან სადღეგრძელოების მოსასმენად და არც მე ვავიწყდები, სამწუხაროდ.
რამდენჯერმე Momitane.ge-ს სუპერმარკეტით ვისარგებლე, ძეხვეული, გამზადებული ნახევარფარიკატები გამოვიწერე, სწრაფად მომიტანეს სახლში და ნორმალურად გავუმასპინძლდი. ჩემდა გასაკვირად, პროდუქციის შეძენა და მიწოდება გვიან ღამესაც ღამის 1 საათამდე ხდება, მაგრამ ეს საიტი ახლახან აღმოვაჩინე, მანამდე ქურასთან თავად ჩავდიოდი დიასახლისურ ფოკუსებს. 12 წლის შვილმა მომაწოდა ეს აზრი - ერთხელაც გულშეღონებული რომ ვჩხრეკდი მაცივრის თაროებს, რა მოუმზადო სტუმრებს-მეთქი. "დეე, Momitane.ge-ზე შეუკვეთეო" , მითხრა, მაშინვე ლეპტოპს ვეცი. სხვათა შორის, ამ საიტზე მართლა ყველაფერია, რისი შეძენაც სუპერმარკეტში შეიძლება, მათ კი პირდაპირ სახლში მოაქვთ. ფულს გინდ საიტზევე გადაიხდი, გინდა - სახლში რომ მოგიტანენ, მაშინ. ( სხვათა შორის, შაბათ-კვირასაც, მაღაზიაში წასვლა რომ მეზარება, მათ ვუკვეთავ პროდუქტებს, სარეცხ საშუალებებს, ბავშვების კლასელების დაბადების დღეზე გასატანებელ საჩუქრებს).
დაათვალიერეთ, რისი ყიდვა შეგიძლიათ Momitane.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად
ეს გარკვეული გამოსავალია, მაგრამ რატომ უნდა მჭირდებოდეს ამდენი "ჩალიჩი" და ზედმეტი ნერვების შლა. სულ უცხო ხალხისგან, ამ წერილის მკითხველებისგან მაინტერესებს პასუხი, მართლა მე ვტყუი? მართლა ცუდი და არასტუმართმოყვარე ადამიანი ვარ? თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე?