2 წლის გოგონას ფოტოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა გარკვეული დროის წინ ჯორდინ-ლი ჯონსმა, ავსტრალიის ქალაქ აირონ ბეიდან, Instagram-ზე გამოაქვეყნა თავისი 2 წლის გოგონას, უინტერის ფოტო, რომელიც ოკეანის სანაპიროზე სულ შიშველია გადაღებული. მომხმარებელთა რეაქციამ უსიამოვნოდ გააოცა ორი შვილის დედა. გაღიზიანების მიზეზი არა ბავშვის სიშიშვლე, არამედ მისი კანის ფერი აღმოჩნდა. ფოტოს ქვეშ საკმაოდ არასასიამოვნო კომენტარები გაჩნდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ისიც დაწერა, რომ ზიზღს ჰგვრიდა ბავშვის კანის ფერი. ზოგიერთი კი დედას ადანაშაულებდა, რომ მზეზე დიდხანს ჰყავდა ბავშვი და ასე "გააშავა".
ქსელის ადმინისტრაცია, რომელმაც რამდენიმე რასისტული საჩივარი მიიღო, იძულებული გახდა წაეშალა უინტერის ფოტო. ამ სიტუაციამ ძალიან იმოქმედა ჯორდინ-ლიზე და მან გადაწყვიტა პასუხის გაცემა. ქალმა კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა და აუხსნა მომხმარებელს, რომ ბავშვის კანის ფერი განპირობებული იყო მისი წარმომავლობიდან (დედის მხრიდან), ავსტრალიელი აბორიგენების არსებობით. მიუხედავად მზისდამცავი საშუალებების გამოყენებისა, ბუნებრივად ბავშვის მუქი კანის შეფერილობა, მზეზე კიდევ უფრო მუქდება. "მივმართავ ტროლებს, რომლებმაც დატოვეს ბოროტული კომენტარები, მე ვარ ადამიანი რეალური გრძნობითა და ემოციით! ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა! მე არ ვარ რობოტი!" - დაწერა დამცირებულმა და გულნატკენმა დედამ.
არანაირი განმარტება საიტის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. "ჩემთვის არასასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ფოლოუერებიდან ვინმეს შეუძლია გაამართლოს ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რასისტული კომენტარები. ჩემს გოგონას არაჩვეულებრივი კანი აქვს. ყველაფერს ვაკეთებ, რათა დავიცვა მისი კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ყოველდღე ვცდილობ ვიყო მისთვის საუკეთესო დედა", - წერს ჯორდინ-ლი.
მას ასევე მადლობა გადაუხადა 90 000 გამომწერს, რომლებმაც თანაგრძნობის სიტყვები მიწერეს: "მიხარია, რომ უმრავლესობა იმ მცირერიცხოვანი ადამიანების წინააღმდეგ გაერთიანდა, რითიც უფრო თავდაჯერებული გავხდი".
მისი სიტყვებით, ამ სიტუაციამ ბევრი რამ ასწავლა. ახლა ის უფრო ყურადღებით იქნება თავისი პოსტებში ფოტოების შერჩევის დროს.