გთავაზობთ, წარმატებული ქართველი სამბისტი ქალის ინტერვიუდან ამონარიდებს:
- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერმძიმე ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლაში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდოდა, შარაპოვას რომ ვუყურებდი, ოცნებას მივეცემოდი ხოლმე.
5-შვილიან ოჯახში არ გვქონდა ამის საშუალება - ჩოგბურთი ძვირადღირებული სიამოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე შეგვიყვანა და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა.სხვათა შორის, თმები გადამხოტრეს და შეჯიბრებეზე რომ გავდიოდი, მეტოქეებმა არ იცოდნენ, რომ გოგო ვიყავი. იმის გამო, რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი სპორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ, რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო, მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი, არანაკლებად ძლიერია ქალი, მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი. თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე. განაგრძეთ კითხვა