ბებიები რომ ჯანმრთელები იყვნენ "მე თქვენი მკითხველი ვარ. 53 წლის გახლავართ, უკვე სამი შვილიშვილი მყავს. მინდა მადლობა გითხრათ, რომ არსებობთ და თქვენი დახმარებით ბევრ რამეში გავერკვიე, ახლებურად შევხედე.
ჩემი ვაჟი ცალკე ცხოვრობს, რძალიც შინაა და თავად უვლიან ბავშვებს. ორი გოგონა ჰყავთ. მე როცა თავისუფალი დრო მაქვს, მივდივარ, ვნახულობ, როცა დატოვება უნდათ, ვიტოვებ. უფრო მეტ დროს კი ქალიშვილის შვილთან ვატარებ. მას რთული სამსახური აქვს, ძირითადად სულ გასულია და ბავშვი ჩემთან იზრდება. უკვე 4 წლისაა და აქამდე მოვედით ნელ-ნელა, ყოჩაღად, მხიარულად. სულ ერთად ვართ, ვსეირნობთ ბევრს, ვთამაშობთ, წიგნებს ვკითხულობთ...
მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტად ვღელავ იმაზე, რომ ასაკი მემატება და შეიძლება, ისეთი შრომისუნარიანი ვეღარ ვიყო, ხანდახან მეხსიერებას ვუჩივი, მხედველობის პრობლემებიც შემექმნა... არადა, მინდა, ჩემმა შვილებმა კიდევ იყოლიონ შვილები და ჰქონდეთ ჩემი იმედი. მე არაფერს ვაკეთებ და დიდ სიხარულს მანიჭებს, რომ მათ ვეხმარები, მათი მხარდამჭერი ვარ. ამაზე უკეთესს რას გავუკეთებ? იქნებ მირჩიოთ, ან ვიტამინების კომპლექსი, ან პროდუქტები, რაც უნდა მივიღო გასაძლიერებლად და ამ ასაკში სიჯანსაღის შესანარჩუნებლად".
ლიანა, 53 წლის
ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა სოციოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგადაც დაადგინეს, რომ 50 წლის შემდეგ ქალბატონებს ახალი, უფრო ბედნიერი ცხოვრება უდგებათ. მშვენიერი სქესის წარმომადგენელთათვის ეს ის ასაკია, როცა ყოველგვარი კომპლექსისგან თავისუფლდებიან და სრულფასოვნად იწყებენ ურთიერთობებით, ზოგადად, ცხოვრებით ტკბობას. ასე რომ, თუ ქალბატონები ამ ასაკში კიდევ უფრო მეტად მიხედავენ თავს, არ შეუშინდებიან წლებს, კიდევ დიდხანს იქნებან შრომისუნარიანები.
რაც შეეხება პროდუქტებსა და ვიტამინებს, როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ ე.წ. ელეგანტობის ასაკში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ კვებას, როგორც ორგანიზმის შინაგანი ჯანმრთელობისთვის, ისე კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.
კარგია ბევრი სეირნობა სუფთა ჰაერზე.
რაც შეეხება ვიტამინების კომპლექსს, ჩვენს მეგობარ "სახალხო აფთიაქს" მივმართეთ რჩევისთვის და გვირჩიეს ველვუმენ 50+, სწორედ 50 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებისთვის.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 26 ნუტრიენტს, მათ შორის ვიტამინებს, მინერალებსა და მცენაერეულ ექსტრაქტებს, რომლებიც მნიშვენლოვანია 50 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობისათვის, გასნაკუთრებით გულის, ტვინისა და მხედველობისათვის. შეიცავს B6, პანთოტენის მჟავას და რკინას, რომელიც ამცირებს სისუსტესა და დაღლილობას. B2 და სპილენძი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას. თუთია, სელენი, ვიტამინები B6, B12, C და D უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ვიტამინი E, ვიტამინი C იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისაგან (ტავისუფალი რადიკალებისაგან). თუთია მნიშვნელოვანია კარგი მხედველობის შენარჩუნებისათვის. პროდუქტი შეიცავს თიამინს (B1) რომელიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხოლო ფოლიუმის მჟავის, B6 და B12 კომბინაცია მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისა და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისათვის. თიამინი (B1), ვიტამინები B6, B12 და C მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნციონირებისათვის და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებისათვის. გარდა იმისა, რომ შედგება ორგანიზმისათვის ყოველდღიურად აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსისაგან, შეიცავს ლუთეინს, კო-ენზიმ ქ10, რომელიც აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას შემაერთებელ ქსოვილში უჯრედულ დონეზე. ასევე მის შემადგენლობაში არის ქრომი - რომელიც უზრუნველყოფს ცილებისა და ცხიმების ცვლას, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებას. მწვანე ჩაის ექსტრაქტი - ატიოქსიდანტი, ეფექტური საშუალებაა სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის დასაწევად და კარგი ქოლესტერინის დონის სესანარჩუნებლად. ამცირებს არტერიულ წნევას.
ასე რომ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა, სწორად იკვებეთ, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე, მიიღეთ მეტი პოზიტივი და 50 წლის შემდეგაც ცხოვრება ჩვეულებრივ იქნება, აქტიური, მხიარული და შრომისუნარიანი.