რადა ხშირად გვეშინია მასთან განმარტოების... რატომ? გვრცხვენია? ბოლო დროს ქეთა თოფურია სევდიან ტექსტებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ამბობენ, რომ თავის რჩეულს - მომღერალ გუფის დაშორდა, ვის გამოც, გავრცელებული ხმების თანახმად, ოჯახი დაენგრა.
ბოლო ემოციური პოსტიც სევდიანი იყო და მისი თაყვანისცემლები დააფიქრა, კვლავ გაუჩინა იმის ეჭვი, რომ ქეთა მართლაც დაშორდა მიჯნურს და მარტოა.
"ახლა ვფიქრობდი, რომ ჩვენი სული ერთადერთია, რომელიც ჩვენთან ბოლომდე რჩება...
და რატომ არ ვზრუნავთ მასზე?
რატომ არ გვესმის?
ის გვეუბნება, რასაც სურს, მხოლოდ მაშინ, როცა მასთან მარტონი ვრჩებით, არადა ხშირად გვეშინია მასთან განმარტოების... რატომ? გვრცხვენია? თუ მეტისმეტად რთულია მისი სურვილების შესრულება?
არადა, ტყუილად... ის ხომ ერთადერთია, ვინც ჩვენთან ბოლომდე რჩება..."