ციფრების ჯამი, რომლისგანაც ჩვენი მობილური შედგება, განსაზღვრულ ენერგიას ასხივებს ნუმეროლოგია ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ციფრების ჯამი, რომლისგანაც ჩვენი მობილური შედგება, განსაზღვრულ ენერგიას ასხივებს და მის მფლობელზეც მოქმედებს.
იმისათვის, რომ ერთნიშნა ციფრი მიიღოთ, მობილურის ნომრის ციფრები უნდა შეკრიბოთ. მაგალითად, თქვენი ნომერია: 567 11 22 33. ამრიგად: 5+6+7+1+1+2+2+3+3=30. ეს ციფრიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ: 3+0=3.
ერთნიშნამდე უნდა დაიყვანოთ ყველა ციფრი -
9-ის ზევით. განმარტება მხოლოდ 9 ციფრზეა მოცემული.
1. პირადი ინიციატივისა და ენერგიის ციფრია. ასეთი ნომრის მფლობელი კარგად წარმართავს მოლაპარაკებებს საქმიან სფეროში. ის ადვილად მოაგვარებს შეხვედრებთან, პრეზენტაციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ორიანი მსოფლიოს ყველა წერტილიდან იღებს ზარებს. ჰარმონიის, ურთიერთობის დამყარებისა და თანამშრომლობის ნიშანია. ერთი ტალღიდან მეორეზე მარტივად გადადის და არც კომფორტის შეგრძნებას კარგავს.
3. შემოქმედებითად აქტიური ადამიანის ციფრია. ის ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანს ჟურნალისტ, მსახიობ, სარეკლამო და ტურისტულ სფეროში მომუშავე მენეჯერს. გარდა ამისა, ის ადვილად შეათანხმებს გართობისა და მგზავრობის ინფორმაციებს. იხილეთ მეტი პასუხი