რომელი სათამაშო ჯობს ამა თუ იმ ასაკში და როგორი სათამაშო არ უნდა იყიდოთ ბავშვისთვის სათამაშოს არჩევა ერთი შეხედვით იოლი საქმეა - ბაზარი სავსევა ჭრელა-ჭრულა, იაფი თუ ძვირად ღირებული სათამაშოებით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო განმავითარებელიც უნდა იყოს, უსაფრთხოც და ბავშვსაც აუცილებლად უნდა მოსწონდეს, ამოცანა უფრო რთულდება. მით უმეტეს, რომ ცოტა ხანში ყველა ოჯახში წინასაახალწლო სამზადისი გაჩაღდება. პატარებისთვის საჩუქრების შერჩევა იწყება და უმეტეს შემთხვევაში უფროსები არჩევანს სწორედ სათამაშოზე შეაჩერებენ.
შეარჩიეთ ნატურალური მატერიისა და ბუნებრივი ფერის სათამაშოები, რომლებიც ხელშესახებაც სასიამოვნოა. საჩუქარი შეიძლება იყოს თოჯინა, კლოუნი, თოვლის პაპა. აგრეთვე, მარტივი ფაზლი მსხვილი ელემენტებით; საბავშვო მარტივი კონსტრუქტორი მსხვილი ელემენტებით; თითების თეატრი და შემოქმედებითი ნაკრები: ცხატვის, აპლიკაციის, ძერწვის. არ უნდა იყოს ბევრი პატარა ნაწილისგან შედგენილი, რომ არ იყოს მათი პირში ჩადების და გადაყლაპვის საფრთხე.
3-დან 7 წლამდე:
ეს ის პერიოდია, როცა ბავშვს შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ, თუ რას ისურვებს საჩუქრად. რამდენიმე ვარიანტი ჰკითხეთ, რომ არჩევა შეძლოთ. გასავითარებლად კარგია შემდეგი საჩუქრები: ექიმის, სტილისტის, მზარეულის ნაკრები; სამაგიდო თამაშები (შაში, დომინო, ჭადრაკი) ან საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალები. ბიჭებს უყვართ სამეცნიერო თემები, მანქანები, სუპერგმირები და ა.შ.
7-დან 12 წლამდე:
როგორც წესი, ამ ასაკში ბავშვს უჩნდება ჰობი. შეიძლება უყიდოთ მუსიკალური, სპორტული სამეცნიერო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), შემოქმედებითი ნაკრები, ინვენტარი. პულტიანი სათამაშოები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ აგენტისა და მეფოკუსეს ატრიბუტები.