ერთი შეხედვით ერთჯერადმა პროექტმა, რომელიც შალვა ნადირაძემ ფრაზა „სიკეთე გადამდებია“ შაბლონურობას მაშინვე კარგავს, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით და აღმოვაჩენთ, რომ ის მართლაც ვირუსულად ვრცელდება.
ერთი შეხედვით ერთჯერადმა პროექტმა, რომელიც შალვა ნადირაძემ და მისმა მეგობრებმა თავიანთ უბანში ტანსაცმელით სავსე კარადის დადგმით დაიწყეს, მასშტაბური სახე მიიღო. ასეთი კარადა დღეს არა მხოლოდ თბილისის ბევრ ქუჩაში, რეგიონებშიც დგას. ვინ არიან და როგორ დაიწყო პროექტი, ამ და სხვა კითხვებზე MARAO.GE-ს იდეის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა ნადირაძემ უპასუხა:
- ვინ ხართ?
- ჩვენ ვართ სამეგობრო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან.
- როგორ გაჩნდა იდეა?
- იდეა მოგვივიდა სიკეთის სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს და მეორე დღესვე დავიწყეთ განხორციელებაზე ფიქრი.
- რამდენად რთული იყო განხორციელება?
- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრნი ვართ და ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, დიდ სირთულეებს არ წავწყდომივართ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო