ტესტი პატარებისთვის 1. თხოვნაზე: "აბა, პირი გამიღე", შენ:
ა) პირს მთელი ძალით კუმავ - 0
ბ) მშვიდად აღებ პირს და ამბობ "ააა" - 5
გ) პირს მხოლოდ ექიმის და მშობლების მუდარის შემდეგ აღებ - 3
2. გიყვარს ექიმობანას თამაში?
ა) ძალიან და ხშირად ვთამაშობ კიდეც - 5
ბ) არც ექიმები მიყვარს და არც ეგ თამაში - 0
გ) ასეთი თამაში არც გამიგია - 3
3. შენი ექიმთან წაყვანა მშობლებისთვის ურთულეს პრობლემას წარმოადგენს?
ა) სიტყვა "ექიმის" გაგონებაზეც კი ვტირი - 0
ბ) მშობლები წინასწარ არასოდეს მეუბნებიან, რომ ექიმთან მივდივართ - 3
გ) მორჩილად მივყვები მათ - 5
4. შენი ექიმთან წაყვანა მშობლებისთვის ურთულეს პრობლემას წარმოადგენს?
ა) სიტყვა "ექიმის" გაგონებაზეც კი ვტირი - 0
ბ) მშობლები წინასწარ არასოდეს მეუბნებიან, რომ ექიმთან მივდივართ - 3
გ) მორჩილად მივყვები მათ - 5
5. სიცხის გაზომვა გიყვარს?
ა) არა - 0
ბ) არ მიყვარს, მაგრამ თუ საჭიროა, ვიზომავ - 3
გ) სიცხის გაზომვა პრობლემა არ არის - 5
6. გიყვარს ხილისა და ბოსტნეულის წვენები?
ა) ძალიან - 5
ბ) ხილის წვენი მიყვარს, ბოსტნეულის - არა - 3
გ) საერთოდ ვერ ვიტან წვენებს - 0
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე შედეგები
0-9 ქულა: შენზე ჭირვეული პაციენტის მოძებნა ექიმს მართლაც გაუჭირდება. შენი წამოსვლის შემდეგ ექიმი დაღლილ-დაქანცული სკამზე ჩამოჯდება და შვებით ამოისუნთქავს. თუ შენი საქციელის არ გრცხვენია, ექიმი მაინც შეიბრალე, ისიც ხომ ადამიანია?!
10-20 ქულა: არც შენ ხარ თვინიერი პაციენტი. შენც შეგიძლია, ექიმი წყობილებიდან გამოიყვანო, მაგრამ ეს შენი უმიზეზო შიშების ბრალია. დაფიქრდი და მიხვდები, რომ ექიმები ძალიან კეთილები და კარგები არიან.
21-30 ქულა: ძალიან დამჯერი პაციენტი ხარ. ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე ასრულებ ექიმის რჩევებს. სწორედ ამიტომ ავადმყოფობ იშვიათად და თუ მაინც გაცივდი, მალევე კარგად ხდები.