დღესასწაულების, მხიარულობის პერიოდი დგება. შეარჩიეთ თქვენთვის სიმპათიური სანტა და გაიგეთ, რა გელით. დღესასწაულების, მხიარულობის პერიოდი დგება. შეარჩიეთ თქვენთვის სიმპათიური სანტა და გაიგეთ, რა გელით.
პირველი სანტა
ამინდის მიუხედავად, დაგითბებათ სული და გული, რადგან თქვენ მარტო არ ხართ. თქვენ უყვარხართ და თქვენზე ზრუნავენ. თქვენი საყვარელი ადამიანი მზადაა, ყინვაშიც კი გაგათბოთ თავისი სიყვარულით.
მეორე სანტა
მხიარული ზამთარი გელით, შეხვედრებითა და წვეულებებით დატვირთული. დაიღლებით სასიამოვნო ემოციებით. ყოველი დღე დატვირთული იქნება სასიამოვნო მომენტებით. სამსახურის საქმეებსაც კი ხალისით მოაგვარებთ.
მესამე სანტა
გარშემო მყოფები თქვენზე იზრუნებენ, კომფორტს შეგიქმნიან. თქვენ კი თავისუფალი დრო შეგიძლიათ სურვილისამებრ გაატაროთ, თბილად მოკალათდეთ და წიგნები იკითხოთ, იოცნებოთ.
მეოთხე სანტა
ამ ზამთარს იმდენი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. გირჩევთ, არ მოიკლოთ ძილი, ივარჯიშოთ ხოლმე და ვიტამინებით გაიმდიდროთ რაციონი, რათა ყველა საქმის წარმატებით დასრულება შეძლოთ.
მეხუთე სანტა
ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ. გათავისუფლდით ყველა იმ საქმისა და ურთიერთობისგან, რაც წარმატებაში გიშლით ხელს. იყავით მზად სიახლეებისთვის, შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში სიახლე და ნუ მოიწყენთ და ნუ დანაღვლიანდებით.
მეექვსე სანტა
რამდენიმე რეალური შანსი მოგეცემათ, რომ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მთავარია, გაბედოთ და გადადგათ პირველი ნაბიჯი. ხანდახან კი უნდა გამორთოთ გონება და გულის კარნახით იმოქმედოთ.