თაკო კორინთელი საზოგადოებამ ჯერ ჟურნალისტის ამპლუაში გაიცნო, შემდეგ უკვე სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები". როგორც ამბობს, ძალიან ემოციური ადამიანია. მის ცხოვრებაში ნეგატიურს, პოზიტიური მოვლენები ჭარბობს და მის შთაბეჭდილებებს ყოველთვის ნათელი ფერები აქვს.
- ნათელი ბავშვობა მქონდა. იმ ასაკთან დაკავშირებული ყველა პერიოდი ჩემთვის გამორჩეულად კარგი იყო, თუმცა, რომ გითხრათ, ბაღი მიყვარდა-მეთქი, მოვიტყუები, რადგან ასე არ იყო (იღიმის). ბავშვობიდან დედაზე ძალიან ვიყავი მიჯაჭვული და ამიტომ, იქ გაჩერება მიჭირდა. თუმცა, ბაღის ზეიმების, შეჯიბრებების და მსგავსი დღეების ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ძალიან კარგად მახსენდება. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძირითადად, ყველაფერი დადებითი ხდება. მეც ვცდილობ ყოველთვის ვიყო პოზიტიური და ყველაფერს "სხვა თვალით" შევხედო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ცხოვრებაში ცუდი არ მომხდარა, მაგრამ შავ ბურთსაც აქვს პატარა თეთრი წერტილი და ყოველთვის სწორედ იმ პატარა სითეთრეს ვეჭიდები.
ვინ არის ბარბარიკას როლის შემსრულებელი ულამაზესი გოგონა და ჰგავს თუ არა ბარბარიკას