სკოლა გაძარცვეს
ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა გორაში სკოლა გაძარცვეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სკოლიდან რკინის რადიატორები მოიპარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ქურდობა სკოლაში გუშინ მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"