სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი დიზაინერთა დაჯილდოებას The Fashion Awards 2018-ს დაესწრო. სტუმრებს შორის ის არც იყო დასახელებული და ყველას გაუკვირდა მისი ვიზიტი. როგორც აღმოჩნდა, მეგანმა გადაწყვიტა, პირადად გადაეცა დამსახურებული ჯილდო "ჟივანშის" კრეატიული დირექტორის ვეიტ კელერისთვის, რომელმაც მას საპატარძლო კაბა შეუკერა.
თუმცა ცერემონიის მოულოდნელობა მხოლოდ ეს არ გახლდათ. მეგან მხოლოდ კელერს შეხვდა, გადაეხვია, დანარჩენ ცნობილ თუ უცნობ ადამიანებს კი არ გაკარებია. დაცვა იყო მუდამ მის გარშემო და ყველას აუკრძალეს მასთან მიახლოება. გაფრთხილებულთა შორის აღმოჩნდნენ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები, კენდალ ჯენერი, რიტა ორა, სინდი კროუფორდი, პენელოპა კრუსი და სხვები.
მიზეზი არავის აუხსნია, თუმცა სავარაუდოდ მეგანს იცავენ სხვადასხვა შესაძლო ვირუსისა და ინფექციისგან, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან შეხვედრისას გადაედოს და მის ორსულობას საფრთხე შეუქმნას.