ოჯახებში, სადაც პატარები ჰყავთ, ნაძვის ხისთვის ისეთი ადგილის მიჩენა, სადაც პატარა ონავარი ვერ მიწვდება, ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ ხშირად გვიზიარებენ ამ მხრივ გამოცდილი დედები ორიგინალურ იდეებს, თუ როგორ დავკიდოთ ნაძვის ხე ჭერში, როგორ მივაბათ მძიმე ავეჯს, ან მოვრთოთ მხოლოდ კენწეროში, რომ ბავშვებმა ვერაფერი დააკლონ. თუმცა საყვარელ პატარებს მაინც ერთი სული აქვთ, დაფშვნან სათამაშოები, გაპუტონ ეს წიწვოვანი მანათობელი ხე და ძირითად შემთხვევაში მიზანს აღწევენ კიდეც.
აი, მაგალითად, მსახიობ რუსკა მაყაშვილის ბიჭმა ილიამ, ითმინა, ითმინა და ბოლოს მაინც დასცა ნაძვის ხე ზურგზე, თან ფრიად უდანაშაულო სახით და გამარჯვებულის მზერით კამერის წინაც იპოზიორა. დამარცხებული ნაძვის ხის ფოტო თავად რუსკამ გაასაჯაროვა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ მის მეგობრებს.
"კიდევ დიდი ხანი ითმინა, მე თუ მკითხავ..."
"ნაძვის ხე დაიღალა და მიწვა ცოტა ხანს".
"ჰაჰაჰა, ილია არაფერ შუაშია".
უწერენ რუსკას კომენტარებში.
თეკლა ჟვანია