მიშველეთ, ლოგინის ქვეშ ვარ გაჭედილი, ვერ გამოვდივარ... სად მეძებ, კარადაში რა მინდა! დედა... დეე... დედაააა... ხომ არ გძინავს? გძინავს? იძინე, იძინე, ისე გკითხე. მეთქი გაიღვიძა და ადგომის ეშინია-თქო. მე მანამდე... თავი? რა თავი. თავზე არ დამიბიჯებია. როცა ვკოტრიალობდი აქ თავი არ ყოფილა. კარგი რა დეე, ნუ მებლანდები ფეხებში.
იატაკზე ჩავცოცდი. კარადაში რამდენი ყუთია, თან სავსე... მოიცა გავქეექო... რაა? სად მიმათრევთ? მე არ მიქნია, ისე გავიარე ახლოს.
უი, თაგვი დავიჭირე, შიგნით ანათებს. ახლა მოვქაჩოთ, მოვქაჩოთ... ელემენტარული ფიზიკაა. აი, ნოუთბუქიც გამოჩნდა. ახლავე დავიჭერ... დედაააა... მომეცი კომპიუტერიიი, თაგუნაც დამიბრუნეთ. ეს ელემენტიც მქონდეს პირში რა, იქნებ ენერგია გამომელიოს.
ახლა საუზმე მომინდომეს. მომეცით აქ ეგ ფაფა. ეს ბურღული იმედია, ეკოლოგიურად სუფთაა. ხელი ჩამაყოფინეთ, ისე გემოს რას გავიგებ, მომეეეე... წყალი? წვენი შეიძლება... ფუ, რა საშინელებაა, შაქარი დაგენანათ? რა, კბილებისთვის მავნე?
ბანაობა არ მინდა, არც კბილების გამოხეხვა. შენ მეტი კბილი გაქვს და შენ გამოიხეხე, თუ კარგია... თუმცა... მომე ეგ კბილის პასტა, მეტი დაასხი.
მოდი რა, ჯაგრისი არ გვინდა.
აი ჟურნალები.... მოდი წავიკითხოთ... უი, გაიხა... აბა, დროზე მოვუსვა აქედან.
არა, არავითარი სუნი არ მიდის, ტყუილია ეგ... არ გამომიცვალოთ. ახლა მეორედ მაგის გავსებას მთელი დღე ჭამა უნდა.
სეირნობა? კი, ეგ მინდა. ოღონდ მე თვითონ. ხელის ჩაკიდება არ მინდა. მე თვითოოოონ.
რაღაც მომშივდა. რას მაჭმევთ? არა, ეგ არ მინდა. ბანანი მინდა. კალიუმს ისიც შეიცავს. არ მინდა ეგ მაკარონი, არააა!
მორჩა, ვშიმშილობ... გაგებუტეთ. არც ძილი მინდა, არ მაინტერესებს თქვენი წყნარი საათი. ძალიანაც აქტიური ვარ, სულ არ მოვთენთი.....
უი, გავიღვიძე? როგორ მეძინა? მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იცის, რამდენი საინტერესო რამ გამოვტოვე.
წავიდე, სახლს დავუარო, რაიმე საინტერესოს ვიპოვი. ამ სკამსაც წავათრევ, დმჭირდება.
შოკოლადი დარჩენია ვიღაცას... რა გემრიელია... დროზე ხელები გავიწმინდო.... და სად გავიწმნიდო? ლოგინზე... როგორ უხდება თეთრს ეს შავი შოკოლადის ლაქები... მაგრამ მგონი გავიჭედე. დედაა....
მიშველეთ, ლოგინის ქვეშ ვარ, ვერ გამოვდივარ. სად მეძებ, კარადაში რა მინდა! ლოგინის ქვეშ-მეთქიიიი!
მიპოვე? არა ხელში აყვანა არ მინდა, ტელევიზორის ყურება მინდა... ვითამაშოთ? კარგი... არ მაინტერესებს სად აქვს ყურები ბაჭიას. მოიტა მანქანა გადმოვაგდოთ ტახტიდან... ბაახხ, მაგარია.... მე თვითოოონ....
როგორ დამღალეთ რააა. ვახშმის რა ისმის? იქნება? კიდევ კარგი. მმმ... გემრიელი ვახშამია. ეკოლოგიურად სუფთა ხომაა? მოიტა შევამოწმო, მოიტაააა, ვის ვეუბ...
რ, ხდება, რატომ დაბნელდა? მშობლები სად არიან. დედაააა, დედიკოოოო, სად ხარ, წამიყვანე რაა, უშენოდ რა მეშველება? მთელ მაკარონს შევჭამ.
გავიქეციიი. უი, აგე სად ყოფილა, მძინარე თბილი დედა, თქვენთან დამაწვინეთ. ორივენი რა თბილები და რბილები ხართ. რა მაკარონი, გაიგონე? არაა, მოგეჩვენა. კარგი დაივივიწყოთ, ვიძინებთ.