განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გიორგაძე ნოემბერში უმძიმეს ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.
გიორგაძე 9 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. თურქმა ექიმებმა მინისტრის მოადგილე უკვე ფეხზე დააყენეს.
მიხეილ გიორგაძის მეგობარი, "ისთერნ პრომოუშენის" დამფუძნებელი კახა კანდელაკი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც პაციენტი ექიმებთან ერთად არის გადაღებული. განაგრძეთ კითხვა