ეს მომენტი მათ ცხოვრებაში რომანტიკული სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, მამამ კი გართობა გადაწყვიტა ელისონ ბარონი და ლევი ლისი ერთმანეთს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ნევადის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეხვდნენ და მას შემდეგ არ დაშორებულან. გოგონას სიტყვებით, ის მაშინვე მიხვდა, რომ მათი შეხვედრა გადაიზრდებოდა სერიოზულ ურთიერთობაში.
«როდესაც მე და ლევმა შეხვედრა დავიწყეთ, უკვე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის ერთადერთი იქნებოდა, - ყვება ელისონი. - მასთან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. გამიგონია, რომ ადამიანი გრძნობს თავის ნახევარს, მაგრამ არასოდეს მჯეროდა. ლევთან შეხვედრამ დაამტკიცა ეს“.
2018 წლის მარტში ლევმა გადაწყვიტა, ელისონისთვის ხელი ეთხოვა. გოგონამ არაფერი იცოდა, როდესაც ლევმა თავის სახლში დაპატიჟა მშობლების გასაცნობად. სახლისკენ მიმავალ გზაზე ლევმა მანქანა გააჩერა და გოგონას ცოლობა სთხოვა.
"სიხარულისგან ვტიროდი. მანქანიდან გადმოვედით, ლევმა მუხლი მოიყარა და ხელი მთხოვა, - იხსენებს ელისონი. - გოგონები ბევრჯერ წარმოიდგენენ ასეთ მომენტს. აი, ჩემს თავსაც მოხდა ეს“.
ლევმა ძლვის მოსაწრო ნანატრი სიტყვების წარმოთქმა, რომ უცებ გამოჩნდა ელისონის მამა ტრაფარეტით ხელში, სადაც დიდი ასოებით ეწერა: “თქვი არა“.
მართალია, ბიჭმა მანამდე სთხოვა გოგონას მშობლებს შვილის ხელი, მამამ მაინც გადაწყვიტა გახუმრებოდა შეყვარებულ წყვილს.
"არც ერთი არ მოველოდით ამას. რა თქმა უნდა, მამამ იხუმრა, ლევი მას ხომ ძალიან მოსწონდა! -ამბობს ელისონი. - ეს მისი ხასიათის ნაწილი იყო, მას ძალიან უყვარს ხუმრობა“.
საბედნიეროდ, ელისონი მიუხვდა ხუმრობას. მოგვიანებით, გოგონამ Twitter-ზე გაუზიარა მეგობრებს მამის ფოტო, რომელმაც 200 000 მოწონება დააგროვა.