რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქართველი წყვილის საქორწილო ფოტოები გამოჩნდა. ამაში უცნაური თითქოს არაფერია, მაგრამ თუ გეტყვით იმას, რომ ქორწილი ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე შედგა და განსაკუთრებულად ორიგინალური და მხიარული იყო, მაშინ ალბათ თქვენ ჩვენსავით დაინტერესდებით წყვილის ვინაობით და ქორწილის დეტალებით.
ფეხბურთელი ლაშა ბალიაშვილი და პროფესიით მენეჯერი მარი ვათიაშვილი ქალაქ გორში 4 წელია ერთად ცხოვრობენ, თუმცა დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს და გეგმა ეგზოტიკურ გარემოში სისრულეში მოიყვანეს. დეტალების გასარკვევად, ჩვენ მარის დავეკონტაქტეთ, რომელმაც „mshoblebi.ge“-ს კითხვებს უკვე ტაილანდიდან უპასუხა.
- 29 წლის ვარ, პროფესიით მენეჯერი, მაგრამ ამჟამად უმუშევარი. ლაშა 30 წლისაა, ფეხბურეთელია. უკვე 4 წელია ერთად ვცხოვრობთ ქალაქ გორში. მიყვარს ზღვა და ეგზოტიკა, ბალიზე ქორწილის იდეაც ჩემი იყო, ხელიც მე ვთხოვე ლაშას (იღიმის). მოგზაურობის დაგეგმვაში გურამ შეროზია დაგვეხმარა, სტუმრები ტურის მონაწილეეები იყვნენ, რომლებიც ბალიზე გავიცანით.
- დიდად არ გაკვირვებია ჩემგან, რადგან ურთიერთობის დაწყებაშიც ინიციატივა მე გამოვიჩინე. მიუხედავად ამისა, მაინც არ ელოდა, რადგან ჯერ სხვა გეგმები გვქონდა, სასწავლებლად საზღვარგარეთ ვაპირებთ წასვლას და ოჯახზე დიდად არ გვიფიქრია.
- ფაქტი სახეზეა.
- ჩემს კაბაზე ანანო გელოვანმა იზრუნა, სტუმრების კაბებზე კი ზუსტად არც ვიცი, ვინ იფიქრა. ფოტოგრაფი ლუკა გეგეშიძე გვყავდა.
- კი, დაახლოებით ასე იყო, სამოსი და გეგმა გვქონდა იდეის დონეზე, დანარჩენი გზადაგზა მოვიდა სისრულეში, ბალიზე ვნახეთ სასტუმრო, სადაც ცერემონია გაიმართა, საღამოს კი კლუბში გავერთეთ.
- ვიცხოვროთ სიყვარულისთვის.
ციცი ომანიძე