ვირუსის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის სალომე ქემაშვილის დედამთილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აცხადებდა, რომ გოგონას გრიპის გარდა სხვა რთული დაავადებაც ჰქონდა (ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება").
"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე,რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ,რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან,რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!" - ამბობს მანანა იმედაძე.