დიაგნოზი დადგენილია - იაშვილის კლინიკა გარდაცვლილ საბა კიწმარიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მშობლები

დიაგნოზი დადგენილია - იაშვილის კლინიკა გარდაცვლილ საბა კიწმარიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2019-01-19 11:01:18+04:00

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა 6 წლის საბა კიწ­მა­რიშ­ვი­ლის დი­აგ­ნოზ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის, ს.კ-ს დი­აგ­ნო­ზია ჰე­მო­ფა­გო­ცი­ტუ­რი ლიმ­ფო­ჰის­ტი­ო­ცი­ტო­ზი. დი­აგ­ნო­ზი და­დას­ტურ­და ძვლის ტვი­ნის პუნ­ქტა­ტის ჰის­ტო­პა­თო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლით, იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით, ასე­ვე იმუ­ნო­ფერ­მენ­ტუ­ლი, ბი­ო­ქი­მი­უ­რი, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით.

ჰე­მო­ფა­გო­ცი­ტუ­რი ლიმ­ფო­ჰის­ტი­ო­ცი­ტო­ზი მი­ე­კუთ­ვნე­ბა რთუ­ლად სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო, იშ­ვი­ათ, გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ჯგუფს, მისი სიხ­ში­რე გან­სხვავ­დე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით და აშშ-ში შე­ად­გენს 1 შემ­თხვე­ვას 1.000.000 ბავ­შვზე. ჰე­მო­ფა­გო­ცი­ტუ­რი ლიმ­ფო­ჰის­ტი­ო­ცი­ტო­ზი ასო­ცი­რე­ბუ­ლია სიმ­სივ­ნე­ებ­თან, სხვა­დას­ხვა ვირუ­სულ, ბაქ­ტე­რი­ულ, სო­კო­ვან პა­თო­გენ­თან. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სი და იმ პი­რებ­ში, რომ­ლე­ბიც ამ ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100%-ს აღ­წევს. ამ და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს.

alt6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც დაუდგენელ ვირუსს ებრძოდა, გარდაიცვალა

პა­ცი­ენ­ტთან კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლის დღი­დან­ვე ტარ­დე­ბო­და აგ­რე­სი­უ­ლი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია, სის­ხლის და სის­ხლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ტრანსფუ­ზია, სხვა­დას­ხვა სა­ხის დამ­ხმა­რე თე­რა­პია, ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია, თირკმლის ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზია ჰე­მო­ფა­გო­ცი­ტუ­რი ლიმ­ფო­ჰის­ტი­ო­ცი­ტო­ზი და ამ ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მძი­მე, პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სის­ხლის შე­მა­დე­დე­ბელ სის­ტე­მა­ში" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

6 წლის საბა კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, წუ­ხელ გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ოჯა­ხი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან უცხო­ე­ლი ექი­მის მოწ­ვე­ვას ან სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბავ­შვის დე­დამ, თა­მარ ჩხიკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 წლის ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა 25 დე­კემ­ბერს გა­უ­ა­რეს­და. ის ჯერ ბა­თუ­მის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ კი, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მისი დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, უც­ნო­ბი იყო.