როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით(სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და 115-ე მუხლით ( თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
"ჩანაწერი ვნახეთ, ველოსიპედით გამოიარა და ბოლო ხე რომ დგას შემოღობილთან, იმ ადგილას გააჩერა ის ველოსიპედიც. წერაქვი და ნიჩაბი ჰქონდა, რაც ვნახეთ, დანარჩენი იქ არაფერი არ ჩანს," - განუცხადა რისთავი2-ს ადგილობრივმა მოქალაქემ.
12 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მიწის ჩამოშლა გახდა, რამაც მოზარდი ქვეშ მოიყოლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.