ფეისბუქი დიდი ხანია ებრძვის არასასურველ კონტენტს, ამჟამად საქმე ანტივაქსერებს (აცრების მოწინააღმდეგეებს) ეხებათ. ფეისბუქის ჯგუფებში დიდი დებატები და დისკუსია მიმდინარეობს აცრებთან დაკავშირებით. ანტივაქსერები აქტიურად აყალიბებენ ახალ ახალ ჯგუფებს და მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრან. ეს კამპანია ვირუსულად გავრცელდა... მთელ მსოფლიოში ახლა წითელას ეპიდემიაა, აცრაზე უარის თქმა კი ყოვლად დაუშვებელია. სოციალურ ქსელებში ამ პრობლემის მოგვარების საკითხზე წერილები ფეისბუქის დამფუძნებელმა და გუგლის დირექორმა მიიღეს, წერილში მათ ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას სთხოვენ. საპასუხო წერილში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ამ საკითზე მუშაობს მთელი გუნდი, ისინი გეგმავენ რომ სოციალური ქსელის საძიებო სისტემიდან ამოიღონ ის მთავარი სიტყვები და რეკომენდაციები, რომელიც აცრებს უკავშირდება. კონკრეტული ჯგუფების წაშლა იქნება ძალიან დიდი პრობლემა, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ათასობით ასეთი ჯგუფის გაკონტროლება შეუძლებელია. გუგლმაც დაიწყო ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა, კონკეტულად კი იუთუბზე შეიცვალა რეკომენდირებული ვიდეოების ალგორითმი, მომხმარებელს უკვე ნაკლები შანსი აქვს, რომ ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ვიდეოს წააწყდნენ. თუმცა, ინფორმაციის წაშლა არ დაწყებულა, საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ სოცლიალური ქსელის მმართველები.