"რამდენიმე დღის წინ #84 ავტობუსში ავედი, ჩემთან ერთად ახალგაზრდა გოგონა ამოვიდა მინი ქვედაბოლოთი. ძალიან ახალგაზრდა იყო, შესაძლოა, უფროსკლასელიც. ჩემს წინ დაჯდა. ავტობუსში იმყოფებოდა შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამ გოგონას ჯერ შორიდან დაუწყო ყურება, შემდეგ გვერდით მიუჯდა და დაჟინებით უყურებდა. მზერა კაბაზე ჰქონდა გადატანილი. გოგონა გვერდზე გამოხედვას ვერ ბედავდა. რამდენიმე მგზავრი იყო და გამოქომაგება ვერავინ გავბედეთ. რომ ჩავიდა, გაჰყვა, თუმცა ხიდზე გადასვლა მოასწრო, კაცი მთვრალი იყო და ვეღარ დაეწია. ჩემი შვილი წარმოვიდგინე მის ადგილზე, თუმცა არც დედები ვართ დაზღვეული ასეთი ქმედებისგან. ვერც ხმას იღებ ამ დროს, ვერც ვერავის შესჩივლებ... არადა, ტელევიზიით მესმის, რომ ასეთი შევიწროვება უკვე დასჯადია. გთხოვთ, გამარკვიეთ, როდის ითვლება ეს დანაშაულად, ვის უნდა მივმართოთ, როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და რა სასჯელი ემუქრებათ დამნაშავეებს"- გვწერს ერთ-ერთი მკითხველი და ვფიქრობთ, ეს თემა ჩვენი საიტის სხვა მკითხველებისთვისაც საინტერესო იქნება.
საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს გამოუცდია. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, ადევნება 42 300 ქალს უგრძვნია. ქალების 10 %-ს კი სექსუალური შევიწროება სამსახურში გამოუცდია.
საქართველოში მომზადდა პროექტი, რომლის თანახმადაც, სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.
• სიტყვიერი ან ფიზიკური სექსუალური ქცევა.
• გენიტალიების ჩვენება.
არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, თუ სექსუალური შევიწროება ხდება საჯარო სივრცეში, მსხვერპლმა უნდა გამოიძახოს პოლიცია, რომელიც შეადგენს სპეციალურ ოქმს და საქმეს განიხილავს სასამართლო. მტკიცებულებად ჩაითვლება თვითმხილველის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ან ვიდეოკამერის ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტკუცებულებები არ არსებობს ორივე მხარეს მოუწევს ცალ-ცალკე დაადასტუროს თავიანთი პოზიცია. სასამართლო კი მათ არგუმენტებზე იმსჯელებს. თუ სექსუალურ შევიწროებას ადგილი აქვს სამსახურში, ამ საქმეს სწავლობს სახალხო დამცველი, გამოსცემს რეკომენდაციებს და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს.
გარდა ამისა, სექსუალური შევიწროება 300 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარს. 500-დან 800 ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული ორსულის, შშმ პირის ან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ქმედების შემთხვევაში. განმეორების შემთხვევაში 800-დან 1000 ლარამდე კარიმას ან პატიმრობას გამოიწვევს.თამარ იაკობაშვილი
რატომ ინგრევა ოჯახები საქართველოში - "განქორწინებების მიზეზი უმეტესად სექსუალური პრობლემაა"