90-იანების შუა პერიოდში მსოფლიოს თინეიჯერი გოგონების ოთახის კედლები აჭრელებული იყო პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის უფროსი ბიჭის, ულამაზესი უილიამის ფოტოებით. მოგვიანებით მათ გვერდით გამოჩნდა წითურთმიანი ბიჭის - ჰარის ფოტოებიც.
დღევანდელი გოგონების თაობას კი სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები - ძმები ჩატოები ჰყავს რჩეულებად.
თებერვალში 20 წლის იუბილე აღნიშნა ელიზაბეთ მეორის დის შვილიშვილმა არტურ ჩატომ. არტურს ასევე ჰყავს ძმა - სამუელი. მართალია, ის არ არის ისეთი ნავარჯიშები, როგორც მისი ძმა, მაგრამ სილამაზით არ ჩამოუვარდება მას. დღეს ძმები სამეფო ოჯახის ყველაზე სასურველ სასიძოებად ითვლებიან. პირველად პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამოჩნდნენ.
არტური და სემუელ ჩატოები არიან პრინცესა მარგარიტას ქალიშვილის სარა ამსტრონგ-ჯონსისა და მისი მეუღლის, მსახიობთა დინასტიის წარმომადგენელ დენიელ ჩატოს შვილები.
როგორც აღვნიშნეთ, ბიჭები საზოგადოებამ პრინც ჰარის ქორწილში შეამჩნია. ისინი გამოირჩეოდნენ როგორც გარეგნობით, ასევე ჩაცმულობით. სარასა და დენიელ ჩატოს შვილები ერთმანეთს არ ჰგვანან. ასევე განსხვავებულია მათი ინტერესის სფეროც. არტურ ჩატოს მრავალრიცხოვანი გამომწერი ჰყავს. მას ამ წლის სოციალური ქსელის ვარსკვლავსაც უწოდებენ. ეს ყველაფერი ნახევრად შიშველი ტრუსით პოზირების დამსახურებაა. პრესზე გამოკვეთილი კუბები და კუნთები - დაივინგით გატაცების სერიოზული შედეგია. ასევე მისი ჰობი ალპინიზმია.
22 წლის სემუელ ჩატო ვერ დაიტრაბახებს ლამაზი, ნავარჯიშები სხეულით. ის თავისუფალ დროს თვითგანვითარებას უთმობს. გატაცებულია იოგით, ასანებითა და სულიერი პრაქტიკებით. ეს ყველაფერი მას ჰიმალაის მწვერვალზე ასვლისას გამოადგა. "ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, რისთვისაც მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლების",- დაწერა ინსტაგრამში არტურმა.
სამუელს ჰყავს შეყვარებული სოფი, რომელიც სემთან ერთად სწავლობდა. ის ვეგეტარიანელი და ბოდი პოზიტივის მომხრეა. არ ერიდება სოც. ქსელში ისეთი ფოტოების გამოქვეყნებას, სადაც ნახევრად შიშველია და ამტკიცებს, რომ სულაც არ არის აუცილებელი იღლიების ეპილაცია. სოფი მოუწოდებს საზოგადოებას უყვარდეთ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის.
არტურ ჩატოს გულიც არ არის თავისუფალი. მისი რჩეული ლიზი ფრენდია, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტია. ქორწილზე ჯერჯერობით საუბარიც არ არის. ელიზაბეთ მეორის ნათესავი კარგად აღზრდილია და იცის, რომ პირველივე შემხვედრი გოგონა არ უნდა დაპატიჟოს სამეფო რბოლებში, სადაც იკრიბება მთელი ოჯახი.