თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელმა მოსწავლემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, წნევის წამლები დალია. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, გოგონამ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ტელეფონით შეტყობინა მეგობარს, რომ თვითმკვლელობის მიზნით მედიკამენტი მიიღო.
15 წლის გოგონამ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მეგობართან კამათის გამო გადადგა.
გოგონა სკოლაში შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანა.
მოსწავლის ჯანმრთელობას ამჯამად საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თინეიჯერი წყვილის შოკისმომგვრელი თვითმკვლელობა - მათ ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს
"ბავშვობიდან არ ვასწავლით დათმენას, ყველაფერს ვუსრულებთ... და ცხელ გულზე ვღებულობთ თვითმკვლელს"