30 წლის რუსკა ზაალიშვილმა დასახმარებლად მოგვმართა - სურს, მისი ამბავი ბევრმა გაიგოს და იქნებ დახმარების სურვილი გაუჩნდეთ.
რუსკა 4 შვილს მარტო ზრდის. მუხიანში ცხოვრობს და საკმაოდ მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს. როგორც თავად ამბობს, სამი თვის წინ სოციალური დახმარება შეუჩერეს, რაც ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო მისთვის. მას შემდეგ მაღაზიიდან ყოველდღიურად იღებდა ელემენტარულ საკვებს და 240 ლარი დაუგროვდა ვალად. უკვე 10 დღეა მაღაზიის მეპატრონე აღარ ატანს ფულის გარეშე პროდუქტს და ვალის დაბრუნებასაც სთხოვს.
- არ ვიცი საიდან რა მოვიტანო. არც პამპერსი გვაქვს. 4 შვილი მყავს და ოთხიდან სამი პატარაა. არავინ არ მეხმარება. სამი თვეა შემიჩერდა სოციალური, მეზობელი დამეხმარა, მომაწოდა კარტოფილი და რაღაც პროდუქტები და 5 დღე იმით გავიყვანე ბავშვები და ახლა არ ვიცი, რა ვქნა. არ ვიცი, ვის მივმართო და როგორ მოვიქცე. ბავშვებიდან ერთი სკოლის მოსწავლეა. პროდუქტიც მჭირდება, ბავშვებს საჭმელიც არ აქვთ, როგორც სჭირდებათ. არც სამგზავრო თანხა მაქვს, ბავშვი რომ ვატარო ბაღში, ვერც გაზის გადასახადს ვიხდი. ყველანაირად შემიჩერდა ყველაფერი, - ამბობს ის.
რუსკა ბავშვთა სახლში გაიზარდა და ახლა მარტო ზრდის 4 შვილს, რომელთაგანაც ერთ-ერთს გულის მანკი აქვს და სჭირდება დახმარება მედიკამენტების კუთხითაც.
დახმარების მსურველები დაუკავშირდით რუსკა ზაალიშვილს ნომერზე: 593 319526
ანგარიშის ნომერი: GE50TB7293245061100067
თამარ იაკობაშვილი