საქორწინო შეთანხმების მოულოდნელი დეტალები ცნობილმა წყვილმა ახლახან, ბოლოს და ბოლოს, იქროწინა. აღმოჩნდა, რომ ბრედსა და ანჯელინას საქორწინო შეთანხმებისთვის მოუწერიათ ხელი. მისი პირობების თანახმად, ღალატის შემთხვევაში ბრედ პიტი არა მხოლოდ დიდ თანხას დაკარგავს, არამედ ბავშვებზე მეურვეობის უფლებასაც.
გაყრის შემთხვევაში, ფული, რომელიც წყვილმა ერთად ცხოვრების პერიოდში გამოიმუშავა, მათ ექვს შვილს შორის განაწილდება. იმ შემთხვევაში, თუ ბრედი ენჯის უღალატებს, მან კომპენსაციის სახით სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს და შვილებზე მეურვეობასაც უნდა გამოემშვიდობოს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უყვარს ბრედს ბავშვები, მისი ღალატი პრაქტიკულად გამორიცხულია.