დედა – ალბათ ეს ყველაზე ძვირფასი და მშვენიერი სიტყვაა ამ უკიდეგანო სამყაროში. დედა ხომ ჩვენი მიწირი ანგელოზი და მფარველია. მის ერთ ჩახუტებას, თბილ სიტყვებს, ალერსს ყველაზე დიდი ძალა აქვს და სამყაროს შეცვლა შეუძლია.
დღეს დედის დღეა. მართალია, სიყვარულის და სითბოს გამოსახატად დღესასწაულები არ გვჭირდება, თუმცა მაინც გამოვიყენოთ ეს შანსი და მადლობა გადავუხადოთ დედებს გაწეული ამაგისთვის, თავდადებისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის და რაც მთავარია, სიცოცხლისთვის, რომელიც გვაჩუქეს.
გუშინდელივით მახსოვს ბავშვობაში ტყეში აკრეფილი, პატარა მუჭში მოქცეული ყვავილები, რომელსაც დედასთან მივარბენინებდი, შემდეგ მისი ჩახუტება და სულ სხვანაირი კოცნა შუბლზე... ალბათ დღეს ბევრი შვილი ჩაეხუტება დედას, აკოცებს და ყურში მორცხვად ჩასჩურჩულებს, თუ როგორ უყვარს და მადლიერია მისი. თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც დედის სითბო ენატრებათ და ყველაფერს გაიღებდნენ ამ ერთი ჩახუტების, ერთი კოცნის გამო.
საქართველოდან ბავრი შვილი შენატრის ემიგრანტ დედას, რომელიც წლებია უცხო ქვეყნებიდან ეფერება შვილებს. Mshoblebi.ge-მ საშუალება მისცა შვილებს, რომ ემიგრანტი დედებისთვის საჯაროდ მიელოცათ დედის დღე და მადლობა გადაეხადათ გაწეული ამაგისთვის.
პირველ ვიდეოზე ნინო გელაშვილია, რომლის დედაც, ია ბლიაძე, 11 წელია ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში ნინო ორჯერ ესტუმრა დედას საბრძნეთში და ძალიან ბედნიერი დღეები გაატარა მასთან ერთად.
უკვე ცხრა წელია, რაც ირინა საურის დედა, ლელა საური ემიგრაციაშია. მან ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლო დედის მონახულება. ირინაც, ისე როგორც ყველა ემიგრანტის შვილი, ოცნებობს მალე შეძლოს დედამ საქართველოში დაბრუნება და ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრება.
დედის დღის მილოცვა ემიგრანტ დედას - ირინა საური
სამი წელია, რაც თეონა დევიძის დედა, ცირა დვალიშვილი ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში დედა-შვილს ერთმანეთი არ უნახავს. თეონა მალე პატარას ელოდება. ოცნებობს, რომ ბებია შვილიშვილის დაბადებას დაესწროს.
შვილის მილოცვა ემიგრანტ დედას - თეონა დევიძე
ციცი ჩეჩელაშვილი სულ პატარა იყო, როცა დედა, ნარგიზა ჯანელიძე უცხოეთში გაემგზავრა. 14 წლის განმავლობაში დედა-შვილს ერთმანეთი არ ენახა, თუმცა გასულ წელს ციციმ ოცნება აიხდინა, დედას სიურპრიზი მუწყო და ჩუმად ჩააკითხა საბერძნეთში. გულისამაჩუყებელი და ემოციური იყო დედა-შვილის შეხვედრა.
დედის დღის მილოცვა ემიგრანტ დედას - ციცი ჩეჩელაშვილი
"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - მონატრებული ვაჟის წერილი ემიგრანტ დედას