ნუკი კოშკელიშვილის მეუღლემ ერთ დროს ეთერში აჭარული ხაჭაპურის გამოცხობაც სცადა. ახლა კი, არც მეტი, არც ნაკლები ქართულ ენაზე დაწერილი პოსტით მიულოცა ქართველ დედებს მათი დღე. ეს მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი აღმოჩნდა ბენ ჩაიმის ქართველი გამომწერებისთვის. „ინსტაგრამზე“ პოსტს ქართველი ქალები გამოეხმაურნენ და მას ასეთი დასაფასებელი ჟესტისთვის მადლობას უხდიდნენ.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბენმა გადაწყვიტა ქართლის დედის ფოტო გამოექვეყნებინა და მისალოცი ტექსტი სწორედ ამ ფოტოს დაურთო.
ფაქტია, რომ ეს მილოცვა ერთგვარი სიურპრიზი გამოვიდა და იგრძნობა, რომ ქართველების მიმართ მოდელის მეუღლე უდიდესი პატივისცემითაა განმსჭვალული: