ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ბავშვი "ზარმაცი", "უმართავი", "უპასუხისმგებლო " და "თავხედია". როგორ შეიძლება, რომ ამ დროს მათ დავეხმაროთ? - ცნობილი ფსიქოლოგი ლუდმილა პეტრანოვსკაია თავის წიგნში "10 ნაბიჯი რთული ქცევის გადასალახად" ამ პრობლემასაც ეხება და მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ წიგნიდან.
"თუ ფიქრობთ, რომ ბავშვი "უწესოდ" იქცევა, შეგიძლიათ ჩაერიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ფაქტზე აღვკვეთ, ხოლო როგორ მოვაგვაროთ პრობლემა, ამისთვის გაცილებით მეტის გაკეთება მოგიწევთ.
შეეცადეთ, გაიგოთ, რატომ იქცევა თქვენი შვილი ასე.
წარმოიდგინეთ მარტივი სააზროვნო ექსპერიმენტი. იფიქრეთ იმაზე, რაც არ მოგწონთ. მაგალითად, ზედმეტი წონა, ან კიდევ ჩვევაზე, რაც ბოლო დროს დაგჩემდათ. აღწერეთ ეს ფურცელზე ან ხმამაღლა თქვით, რატომ არის ეს ჩვევა თქვენთვის ცუდი და რატომ უნდა შეიცვალოს. წარმოუდგინეთ თქენს თავს დამაჯერებელი არგუმენტები. მაგალითად, ჭარბი წონა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, წყენა აფუჭებს ურთიერთობას და კეთილგანწყობას სხვა ადამიანებთან და ასე შემდეგ.
რას ფიქრობთ, როცა ამაზე საუბრობთ? არასასიამოვნოა თქვენს მავნე ჩვევებზე საუბარი? ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ შეიცვალოთ უკეთესობისკენ? არსებობს სურვილი, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში ან დაფიქრდეთ ამაზე?
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ტექსტით სხვა ადამიანმა მოგმართათ. ზუსტად ისე, როგორც თქვენ ელაპარაკებოდით საკუთარ თავს, მხოლოდ "მე" შეცვალეთ ნაცვალსახელით "შენ". წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გესაუბრებიან, რამდენად მავნეა ჯანმრთელობისთვის ზედმეტი წონა, რა მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ ყველაფრის დროულად გაკეთება.
რას გრძნობთ ახლა? როგორ შეიცვალა თქვენი განწყობა? გაგიჩნდათ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი?
ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას ადამიანთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სხვისი ნათქვამი სწყინთ და არ სიამოვნებთ, იწვევს წინააღმდეგობისა და პროტესტის გრძნობას.
წარმოიდგინეთ, სხვა ადამიანი გელაპარაკებათ იმაზე, რაზედაც თქვენს თავს თავად ესაუბრებით. არ დაამატოთ "სამარცხვინო ხართ", "სულელი ხართ". ის არ გაკრიტიკებთ მეგობრებთან ერთად, არ გემუქრებათ თუ არ უსმენთ. ის ნამდვილი ანგელოზია, მაგრამ მაინც აგრესია გამოიწვია.
რა უნდა ვთქვათ რეალურ სიტუაციაზე, როცა ჩვენ ვკითხულობთ ნოტაციებს, შეურაცხყოფას. ბუნებრივია, არაფერს ვიღებთ, გარდა პროტესტისა. როგორც კი ვიწყებთ მოქმედებას, გავხდეთ ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთ, არაფერი კარგი ამისგან არ გამოდის. ნდობა და ურთიერთობები იმსხვრევა.
ამიტომ, მოდი შევთანხმდეთ. ჩვენი ამოცანა არ არის ბავშვის შეცვლა. ჩვენ არ ვიცით, რეალურად ის რას ფიქრობს ცხოვრებაზე. არ ღირს ხელის შეშლა. ყველაფერი მარტივია: თუ ის აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც ზიანს აყენებს მას, ჩვენ არაძალადობრივად შეგვიძლია ვესაუბროთ და მომავალში ყველაფერი გადაწყდება.
თუ ბავშვი სახლში ხმაურობს და თქვენ ამ დროს დასვენება გინდათ, თქვენი ამოცანაა სიმშვიდის მიღწევა, ბავშვის შეცვლით კი არა, საქციელის შეცვლით. თუ თქვენ სამსახურიდან დაბრუნდით და სადილი არ არის სახლში, არც ერთი ტაფა სუფთა არაა, ყველაფერი არეულია, არ ღირს ბავშვის დადანაშულება. იფიქრეთ, როგორ შეუცვალოთ მას მანერა. თუ თქვენ სკანდალს მოაწყობთ, უყვირებთ, ბავშვი საკუთარ ოთახში გაიქცევა, თქვენ კი დაბინძურებულ სამზარეულოში მარტო დარჩებით და ამით არაფერი შეიცვლება.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება ჩავერიოთ ბავშვების ცხორებაში, როცა მათი ცუდი ქცევა მათ ბედს განსაზღვრვს, მაგრამ ნუ ეცდებით ბავშვის შეცვლას. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე კარგი და წარმატებული ბავშვები იზრდებიან ისეთ მშობლებთან ერთად, რომლებსაც უბრალოდ უყვართ, პატივს სცემენ ერთმანეთს, იცავენ საკუთარ ინტერესებსა და უფლებებს და აქტიურად არიან ჩართულები აღზრდისა და განათლების საქმეში. "
ლუდმილა პეტრანოვსკაია
"10 ნაბიჯი რთული ქცევის გადასალახად"