ბავშვები არა მხოლოდ დიდი სიხარულია დედისთვის, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, შიში და შეცვლილი ცხოვრების წესი. ბავშვის აღზრდის პროცესში გარდა შესანიშნავი მომენტებისა, არის ფაქტები, რომლის გახსენებაც არვის უნდა.
1. კვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ის, როგორც დედა
ბავშვის კვების მრავალფეროვანი გზა არსებობს. აუცილებელია აირჩიოთ კვების ან ,,ა" ტიპი ან კიდევ ,,ბ". ,,ბ" ბუნებრივ კვებას გულისხმობს, ,,ა" კი ხელოვნურს. ყოველთვის არ უნდა მოუსმინოთ სხვებს, გადაწყვეტილება, თუ რომელი გზით გამოკვებავთ ბავშვს, თქვენ თავად უნდა მიიღოთ და არ უნდა გრცხვენოდეთ არც ერთი გადაწყვეტილების შემთხვევაში.
2. მკერდის ჩვენება საზოგადოებაში
თუ კი თქვენ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ადრე თუ გვიან დაგიდგებათ სიტუცია, როდესაც ბავშვის გამოკვება საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში მოგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ სხვების აზრს მოუსმენთ, ბავშვი მშიერი დაგრჩებათ, თავად კი ნერვული შეტევა დაგემართებათ. სპეციალური ტანსაცმლის შეძენის შემთხვევაში კი სიტუაცია გაცილებით უფრო მარტივი იქნება.
3. ბავშვები იქცევიან ისე, როგორც... ბავშვები
როდესაც დედა ბავშვებთან ერთად მიფრინავს თვითმფრინავით სადმე, ის პირველ რიგში ფიქრობს, რომ არ დაავიწყდეს სათადარიგო საფენი ბავშვისთვის, ფიქრობს უსაფრთხოების ზომებზე და ყველაზე ბოლოს - სუვენირებზე ახლობლებისთვის. ყველა ნორმალური დედა ცდილობს, ბავშვებს თავიდან აარიდოს ფრენისგან გამოწვეული დისკომფორტი, აიცილოს ნებისმიერი საფრთხე, მაგალითად, მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ.
4. ბავშვი არავის უნაწილებს სათამაშოებს
ბებიების აზრის საწინააღმდეგოდ, ამაში საერთოდ არაფერია საგანგაშო. ჯერ ერთი, არც მოზრდილებს უყვართ ყველაფრის თხვება. მეორეც - ოდესღაც ყველა სწავლობს გაზიარებას. მესამეც, ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ აქვთ საკუათარი ნივთები და თავისითაც ისწავლიან სხვებთან მათ განაწილებას.
5. არ არის აუცილებელი, ყველა იდეალური დედა იყოს
ყველაფერი სხვადასხვაგვარია. ვიღაც მშობიარობის შემდეგ სახლში მიდის და შემდეგ ბავშვთან ერთად სამოგზაუროდ მიფრინავს გოაში. ვიღაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ქუჩაშიც კი არ გადის. არ ღირს სხვების მიბაძვა, ყველაფერი ინდივიდუალურია.
6. უძილობა და დაუბანლობა
ახალგაზრდა დედებისთვის ეს ყველაფერი ნორმაა. იდეალური ჯანმრთელობის მქონე ბავშვებსაც კი აქვთ ტემპერტურა, ვირუსი და სხვა პრობლემები, რაც დედას აიძულებს, ხანდახან ღამეები არ ეძინოს და ხან ისე დაიძინოს, ბანაობაც ვერ მოახერხოს.
7. ცოლქმრული ურთიერთობები
ესეც ინდივიდუალურია. არ ღირს განხილვა და შედარება სხვებთან. უმჯობესია ამაზე პარტნიორთან ისაუბროთ, ვიდრე მეგობრებთან.
8. სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოების გამოქვეყნება
ბუნებრივია, ნებისმიერი ბავშვი საუკეთესოა მშობლისთვის, მაგრამ ისინი არ ცდილობენ ამის დამტკიცებას სხვებისთვის. უბრალოდ, მათ არ შეუძლიათ ამის შენახვა მარტო თავისთვის.
4 თვის ბავშვის დედამ თვითმფრინავის მგზავრებს ტკბილეული და ყურსაცვამები დაურიგა - "ეს მისი პირველი მგზავრობაა... შეიძლება იტიროს და იხმაუროს"