ახალგაზრდა მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი რეალისტია და როგორც ამბობს, ფაქტებზე დაყრდნობით ცხოვრობს. ფუჭად საუბარი არ სჩვევია: მომღერლის კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ სცენაზე მალე ვიხილავთ. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა პირად ცხოვრებაზე, წარსულზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზე...
- იმაზე ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - ცუდით დაწყებული, კარგით გაგრძელებული. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. ამისთვის მადლიერი ვარ ღმერთის და სამყაროსი.
- შვილების მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ყველასა და ყველაფერზე წინ დგას. მხოლოდ დედა (რომელიც ჯანმრთელობის მხრივ, სუსტად არის) და ძიძა მყავს, ვინც შვილების გაზრდაში მეხმარებიან. თუ საქმე მაქვს და ბავშვების დატოვება მჭირდება, მხოლოდ ამ 2 ადამიანის იმედი შემიძლია მქონდეს, ანუ ისეთი ხელშეწყობა არ მაქვს, როგორიც კარიერული ზრდისთვისაა საჭირო. ბევრი ნიუანსი არსებობს, რაც მაფერხებს, მაგრამ რეალურად, ისე თუ მოვინდომე, როგორც საჭიროა, აუცილებლად გავაკეთებ იმას, რასაც ვამბობ. ჩემს სიტყვას, საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ.
- ვარ. იმდენი რამ გამოვიარე, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად, მორალურად და სულიერად ავითარებს, რომ ახლა თავად ვეხმარები იმათ, ვინც კრიზისულ მდგომარეობაშია. ასეთი ძლიერი პიროვნება კონკრეტულად რამ გამხადა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია - ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პირადი პრობლემებისა და გამოცდილების ისე გამოფენა აუცილებელი არ არის, რომ ყველასთვის გასაგები, განსახილველი და სალაპარაკო გახდეს.
- იმას, რასაც ნებისმიერი, პასუხისმგებლობის მქონე დედის საქმიანობა მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა იქნება: დალაგება, გარეცხვა, საჭმლის მომზადება, ბავშვების კვება, იმ რაღაცების ახსნა, რაც ადამიანად გვაყალიბებს და გვზრდის, სწავლება და ა.შ. ჩემი გარეგნობის გამო ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, არანორმალურად "გადამკვდარი" დედა ვიყო, მაგრამ ძირითადად, ეს ის ხალხია, ვინც არ მიცნობს და შეუძლია, გარეგნობა ადამიანობაზე წინ დააყენოს, შორიდან განმიკითხოს. ასეთი ადამიანის აზრი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ინტელექტუალურად დეგრადირებულია და მახსენებს - წიგნი ყდის მიხედვით არ უნდა განვსაჯოთ.
- ლუკა თებერვალში 5 წლის გახდა. როგორც ყველა ბავშვს, სუპერგმირები უყვარს. ვარჯიშით ძალიან დაინტერესებულია და სულ ამბობს, - რომ გავიზრდები, დიდი კუნთები უნდა მქონდესო (იცინის). სწორედ დიდი კუნთების "ხათრით" ჭამს ხილს, ბოსტნეულს, ფაფებს... არც კანფეტზე "წამოეგება" და არც სხვა სახის სასუსნავზე: საკმარისია უხსენო, რომ ის საკვები, რაც გავუმზადეთ, სასარგებლოა და ორგანიზმის გაძლიერებაზე დიდ გავლენას ახდენს, რომ მის ყურადღებას იმწამსვე მიიპყრობ - ჭამს ისეთ საკვებს, რაც ბევრი ბავშვისთვის მიუღებელი და საზიზღარია... სანი 2 წლის არის. ძმები ქცევებით ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა განსხვავებული ხასიათი აქვთ: სანი ბევრად უფრო დამთმობი და ემოციური ბავშვია. ყველაფერზე მეტად მანქანებით თამაში უყვარს. ძალიან მოსწონს, როცა გიტარაზე ვუკრავ ან რაიმე მელოდიას ვარჩევ. სიმღერის დროს, როცა სახლში ვმეცადინეობ, ბავშვები ყურადღებით მისმენენ.
- ბავშვობიდან დედაჩემი ისე მენდობოდა, რომ თავს უფლებას არასოდეს მივცემდი, მისი იმედი გამეცრუებინა და ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც მას გულს ატკენდა. დედა პატარა გამოცდებს (საიდუმლოს შენახვის, ენის მიტან-მოტანის შესახებ...) ბავშვობიდან მიტარებდა. მისი მადლიერი ვარ, რომ დღეს ისეთ პიროვნებად ჩამოვყალიბდი, რომლის ნდობაც შეიძლება; ბოროტებას არასოდეს არავის გავუკეთებ, ბოღმით არასოდეს მიცხოვრია; ვიყავი ყოველთვის თავისუფალი, მაგრამ ვაცნობიერებდი - თავისუფლება აღვირახსნილობას არ ნიშნავს; ერთგული, კეთილი და სიკეთის კეთების მოყვარული ვარ... ეს ყველაფერი დედის დამსახურებაა. ეკას საყვედურები არ სჩვევია: თუ ჩემთვის რამის თქმა სურდა, ისე მეუბნებოდა და მირჩევდა, როგორც მეგობარს - არ ცდილობდა ფიზიკური თუ მორალური ძალადობით გამეგო ის, რისი თქმაც სურდა. უპირველეს ყოვლისა, ეკა დედაა, მაგრამ ამავდროულად, ჩემი უახლოესი მეგობარი გახლავთ.
- როგორც ყველა წყვილს, ურთიერთობაში კრიზისი მეც მქონია, შეიძლება ითქვას - იმაზე მეტიც, რაც ჩემს ასაკში უნდა გადამელახა... იმით ვუმკლავდებოდი, რომ წყენას, გულის ტკენას ადვილად ვივიწყებ, ბოღმით არ ვცხოვრობ. თუ რამე მწყინს ან ჩემთან ურთიერთობაში რაღაც ეშლებათ, რაც ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ყველანაირ ნეგატიურ შეგრძნებას ჩემგან ვუშვებ. იმიტომ - არა, რომ ვინმე ამას იმსახურებს. უბრალოდ, თავად ვიმსახურებ შინაგან სიმშვიდეს და არ მინდა, იმ ადგილებს, რომელთა შევსებაც ბედნიერებით მსურს, რაღაც ნეგატიური ეპიზოდები ავსებდეს. 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ. ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად, მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია. ისეთია, რომ გაიღვიძებ და კითხვა გებადება - თუ რით დაიმსახურე ასეთი ადამიანი და მადლობელი ხარ ღმერთის და სამყაროსი, რომ მას შეგახვედრა... განაგრძეთ კითხვა