ამჯერად ერთი უნიკალური ქალბატონი უნდა გაგაცნოთ, ალექსის ბრეტი, იგი 39 წლის არის და 10 შვილის დედაა, 10 ვაჟის, ყველაზე უმცროსი 2 წლის არის, უფროსი კი 19-ის.
წარმოგიდგენიათ ერთ სახლში 11 მამაკაცი? შაინტერესოა, როგორ უკმლავდება ეს ნაზი ქალბატონი ამხელა ოჯახს, ეს ხომ გოგონები არ არიან, რომლებიც დედას დაეხმარებოდნენ? საბოლოო ჯამში დედას ყოველდღიურად უამრავი სარეცხი და მუდმივად არეული სახლი აქვს. გარდა ამისა, ამდენ მამაკაცს ჭამაც ხომ უნდა?
თუმცა ალექსისი ამ ყოველივეს დიდი ხანია ნორმად მიიჩნევს და წარმატებით უმკლავდება სირთულეებს ისე, რომ არასდროს კარგავს იუმორს და პოზიტიურ განწყობას.
მეოთხე ბავშვის მერე უკვე აღარაფერი გაკვირვებს და არ გიჭირს, ყოველდღიური რუტინა ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, სტრესში არ ჩავარდე.
ვლადიკავკაზის მეთაურის მეუღლე - 10 შვილის დედა სილამაზის საიდუმლოს გვიზიარებს
დედა ყოველ დილით ექვსის ნახევარზე იღვიძებს, რათა ერთი საათი საკუთარ თავს დაუთმოს და ყავა მიირთვას. შემდეგ კი იწყება, საუზმის გამზადება, ბავშვების გაღვიძება და სასკოლოდ გამზადება.
ალექსისი აღიარებს, იმისათვის, რომ სახლი სუფთად იყოს, დღეში შვიდჯერ რთავს მტვერსასრუტს და 5-ჯერ რეცხავს სარეცხს. ყოველთვის ცდილოვს სიმყუდროვის შენარჩუნებას და აქვს ოთახის მცენარეები და სარგებლობს არომატული სანთლებითაც.
მისი მეუღლე, დევიდი, მემანქანეა, მატარებელს მართავს და არასდროს აქვს იმის დრო და საშუალება, რომ მეუღლეს მიეხმაროს, თუმცა იშვიათად მაინც ახერხებს ბავშვებისთვის სადილის მომზადებას და ბავშვებთან თამაშს მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის წინ პარკინსონის დაავადების ნაადრევი სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.
- ზოგჯერ მე და დევიდი ერთმანეთს ვუყურებთ და ვამბობთ, ღმერთო, ეს რა ჩავიდინეთ, მაგრამ ამ დროს რომელიმე ჩვენი შვილი მოდის ჩვენთან და ვხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია, - ამბობს ალექსისი.
მიუხედავად უამრავი საქმისა ალექსისი ახერხებს და კვირაში სამჯერ სპორტულ დარბაზსაც კი სტუმრობს. ჩოტა ხნის წინ კი ფიტნეს ინსტრუქტორის კვალიფიკაციაც მიანიჭეს. მალე სამსახურში გასვლასაც აპირებს.
როდესაც ეკთიხებიან, გოგონა როდის გეყოლებაო პასუხობს, 10 მშვენიერი ციფრია, განსაკუთრებით ათი ვაჟკაციო.
- თეძო მაწუხებს, ალბათ ორგანიზმი მაძლევს ნიშანს, რომ საკმარისია. დროა შევჩერდე, ვფიქრობ, 10 შვილი მართლაც საკმარისია.
ვლადიკავკაზის მეთაურის მეუღლე - 10 შვილის დედა სილამაზის საიდუმლოს გვიზიარებს