არასამთავრობო ორგანიზაცების ჯგუფმა თბილისში მცხოვრებ ოჯახებში ტყვიის არსებობა გამოიკვლია. სპეციალისტებმა 17 ოჯახი შეამოწმეს. შეისწავლეს არამარტო სისხლში ტყვიის შემცველობა, არამედ ყოველდღიური მოხმარების ნივთებში, ავეჯსა და სურსათში. ამის შესახენ
იმედის დილაში კვლევის კოორდინატორმა ნოდარ ყანდიაშვილმა ისაუბრა.
ყველა ოჯახში ბავშვებს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუფიქსირდათ, რაც შეეხება ნივთებს, რომლებშიც საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის დონე, უმრავლესობა ფერადი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ფერადი საღებავი იწვევს ამ საოჯახო ნივთებში ტყვიის შემცველობას. რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლით:
სათამაშოები ფანქრები, რვეულები ჩანგლები სარემონტო მასალები სარეცხი საპონი რუჟი სუნელები და ბულიონის კუბები ბავშვის საწოლი მდფ-ის მასალის (საწოლის ანათალი შეამოწმეს, რადგამ ამ ოჯახში განსაკუთრებით მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია სისხლში)
რაც შეეხება სუნელებს, სავარაუდოდ, აქაც საღებავთან გვაქვს საქმე - ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა და ხარჩოს სუნელი როგორც ჩანს, საღებავების ნაწილაკებით არის შეფერილი, რათა უფრო მიმზიდველი იერი ჰქონდეს.
საინტერესოა, სად არ აღმოჩნდა ტყვია. ამ 17 ოჯახიდან ტყვია არ დაფიქსირებულა:
ონკანის წყალში საოჯახო ქომიურ საშუალებებში სახლის მტვერში კერამიკულ ჭურჭელში
რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს? - გასტროენტეროლოგის პასუხი
რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში ტყვიით მოწამვლა? - თემურ მიქელაძის განმარტებები
"საქართველოში ბავშვები დაბადებიდან 5 წლამდე არიან ტყვიით მოწამვლის რისკის ქვეშ" - საგანგაშო ინფორმაცია
პედიატრი - ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს