მოდელსა და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილი ბოლო პერიოდში საჯაროდ ქალურ თემებზე საუბრისგან თავს იკავებდა.
გამომწერებს მოენატრათ მისი ნააზრევის მოსმენა და ასეთი კომენტარიც დაუწერა: "კარგ ფოტოებს, რაღაც კარგ და ვრცელ "სტატიას" უთმობდი და უცნაურია ახლანდელი სიცარიელე".
როგორც ჩანს ნუკიმ ეს ყოველივე გაითვალისწინა და ახალი შემართებითა და ენერგიით ისაუბრა კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე.
"არ აქვს მნიშვნელობა დედა ხარ, ბებია თუ უბრალოდ დიასახლისი. უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს რომ ლამაზები და მიმზიდველები ვართ.
მე მქონია პერიოდი, როდესაც გათხოვების შემდეგ, სულ სახლურად, გაჩეჩილს, შეუღებავს გამიტარებია რამდენიმე დღე.
და მერე შენს მეუღლეს კი არ ეცვლება შენზე წარმოდგენა, შენ თავად კარგავ იმ თავდაჯერებულობას, რაც აქამდე გქონდა.
თანაცხოვრების პირველი დღიდან უნდა დააწესოთ დრო საკუთარი თავისთვის, უნდა დააყენოთ თქვენი თავი უპირველეს ყოვლისა.
მეუღლემ უნდა იცოდეს, რომ დღეს მისი ცოლი მთელი დღე თავის თავს უთმობს.
ვიცი, ვიცი ასე არ ხდება.
და იცით, ეს არის ოჯახში განხეთქილებების მთავარი მიზეზი. ჩვენ მოვლილები ლამაზები ვთხოვდებით. მერე გადავყვებით (სიყვარულით) ჩვენს მეორე ნახევარს, მერე ბავშვები, ის ეს და ჩვენი თავი გვავიწყდება.
5 წლის მერე რომ მოვუტრიალდეთ ქმარს და ვუთხრათ: "დღეს მე არ მცალია თავს ვუვლი, მოდი ახლა შენ მიხედე ბავშვს და საჭმელს, უკვირთ და არ მოსწონთ.
გაგიკვირდება, აბა რა, ხუთი წელი არაფერი გჭირდებოდა ახლა რატომ მოგინდა?
არ ვიცი გადმოგეცით თუ არა აზრი სწორად.. იმის თქმა მინდა, რომ ურთიერთობის პირველი დღიდან უნდა იყოთ ის ვინც ხართ და უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი პირველ რიგში და მერე უკვე ყველა დანარჩენი.
ქართველ ქალს სჩვევია სიყვარულით ოჯახზე გადაყოლა და თავის დავიწყება, სამწუხაროდ ამას არავინ აფასებს..
მე იმას არ ვიძახი არ უნდა მიხედო ოჯახს, უბრალოდ ჩვენ თავსაც ნუ დავივიწყებთ...