სიცხის საზომები სხვადასხვანაირი არსებობს, ყველა მათგანს აქვს პლუსებიც და მინუსებიც სხეულის ტემპერატურის მატება გვატყობინებს, რომ ორგანიზმი ავადაა. სამკურნალო საშუალებების შერჩევისას კი ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ზუსტად რამდენად არის მომატებული ტემპერატურა. სიცხის საზომები სხვადასხვანაირი არსებობს, ყველა მათგანს აქვს პლუსებიც და მინუსებიც.
ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის ნაცნობი ვერცხლისწყლის თერმომეტრის პლუსები:
საკმაოდ ზუსტი მოწყობილობაა არ საჭიროებს დამატებით აქსესუარებს (ელემენტებს). სიცხის გაზომვა შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში: იღლიაში, ორალურად და რექტალურად იაფი და ხელმისაწვდომია. მინუსები:
სიცხის გასაზომად 5-7 წუთია საჭირო. პატარა ბავშვები ამდენ ხანს, როგორც წესი, ვერ ითმენენ. ადვილად მსხვრევადია, ვერცხლისწყლის დაღვრა კი ცალკე პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ელექტრონული თერმომეტრი
ზოგიერთი წყალგამძლეა, ამიტომ მისი გარეცხვაც შესაძლებელია. ზოგიერთი კი პირიქით - დასველებისთანავე ზიანდება. ტემპერატურას კი ყველა საერთო პრინციპით ზომავს - სენსორების დახმარებით. შედეგი ეკრანზე ციფრებით გამოისახება. ყველა კონკრეტულ მოდელს გამოყენების თავისი წესი აქვს.
პლუსები
სიცხის გასაზომად 1-3 წუთი საკმარისია. როცა შედეგი მიღწეულია, ხმოვანი სიგნალის საშუალებით გატყობინებს. შედეგის წაკითხვა ადვილია. ავტომატურად უბრუნდება საწყის პოზიციას. მოდელების დიდი არჩევანია - ზოგიერთი საწოვარაშიც კია ჩამონტაჟებული. არ შეიცავს ვერცხლისწყალს, მინას და სხვა საშიშ ელემენტებს. ტემპერატურის გაზომვა სხეულის სხვადასხვა ნაწილში შესაძლებელია.
მინუსები:
ზუსტი შედეგი რომ მიიღოთ, ინსტრუქცია ზედმიწევნით უნდა დაიცვათ. პირველი გამოყენებისას შედეგი ჩვეულებრივი თერმომეტრის შედეგს უნდა შეადაროთ. პერიოდულად ელემენტების შეცვლა სჭირდება და შესაძლოა ამის გამო ყველაზე შეუფერებელ მომენტში "გიღალატოთ". ბევრი მოდელის გარეცხვა და დეზინფიცირება შეუძლებელია. არც ისე იაფი საშუალებაა.
ინფრაწითელი თერმომეტრი
ამ დროისთვის სხეულის ტემპეტარურის ყველაზე ზუსტ საზომად მიიჩნევა. იზომება ყურის ნიჟარაში.
პლუსები:
ზუსტი მაჩვენებელია. არ შეიცავს ვერცხლისწყალსა და მინას.
მინუსები:
სიძვირე. 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს სიცხეს ვერ გაუზომავთ. ყურის ანთების, ოტიტის დროს ვერ გამოიყენებთ.
თხევადკრისტალური ზოლი
ეს ზოლები რამდენიმე წამის განმავლობაში ბავშვს შუბლზე უნდა მიაკრათ და შედეგიც მზად იქნება. ზედმიწევნით ზუსტი არაა - მისი ცდომილება 0,5 გრადუსია.
პლუსები
ყველაზე სწრაფად ზომავს. მცირე ზომისაა. იაფია.
მინუსები
ვარგისიანობის შეზღუდული ვადა ნაკლები სიზუსტით ხასიათდება.
უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრი
მისი დიდი ღირსებაა ის, რომ სიცხის გაზომვას მძინარე ბავშვისთვისაც შეძლებთ. თუმცა მისი ნაკლი დაბალი სიზუსტის გარდა მაღალი ფასიცაა.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბავშვის სხეულის ტემპერატურა სხვადასხვაა - პირში გაზომვისას 0,6 გრადუსით მაღალია, რექტალურად ან ყურში გაზომვისას კი - 0,6-1,2 გრადუსით მეტია.