ცნობილ წამყვანს გიორგი გოგიჩაიშვილს (გოგიჩას) დღეს დაბადების დღე აქვს და მშვენიერი ქალიშვილები, რომლებსაც ასევე კარგად იცნობს საზოგადოება - სამოდელო საქმიანობით და "მის საქართველოს" კონკურსებით, ასე ულოცავენ დაბადების დღეს:
"მის საქართველო" ნინი გოგიჩაიშვილი:
"ქრისტე აღდგა, გილოცავთ!
"ნუ მოკლავ ჯაფარას" , ვისაც წაკითხული გაქვთ ყველას კარგად გემახსოვრებათ ატიკუსი. გულკეთილი, მუდამ სამართლიანი და საოცრად მამაცი.
ჰოდა, მე როცა ამ წიგნს ვკითხულობდი მეგონა, რომ ჰარპერ ლი სიტყვა-სიტყვით მამაჩემს აღწერდა. ადამიანს, რომელსაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არასდროს არავიზე ცუდი არ უთქვამს!
არა იმიტომ, რომ გული არ ტკენია ან უსამართლოდ არ მოქცევიან, არამედ იმიტომ, რომ სიკეთის ენაზე საუბრობს და ყველა სიტუაციაში ყოველთვის მიტევებას, გაგებას და პატიებას ირჩევს.
51 წელში მოასწო ის, რომ ამდენ ადამიანს უყვარდე, ჰქონდეს შენი იმედი, მე მგონი ზუსტად ესაა ცხოვრების აზრიც.
ცხოვრება - სიყვარულია! ჰოდა, ახლა რა ბრძოლაშიც არ უნდა ვიყოთ მჯერა, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული ყველაფერს მოერევა და ყველაფერ კარგად იქნება.
მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე გული დაიტევს!
გილოცავ, მამა!"
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი:
"ჩემი უტკბილესი და უნეტარესი პაღუნიას დაბადების დღეააა ჩემი ყველაზე გამორჩეული და უდიდესი სასწაულის, ყველაზე კეათილის!!! რა უბედნიერესი მომენტია შენი შვილობა. ყველა სიტყვა აღმატებით ფორმაშია, რადგან ყველაზე დიდ მწვერვალზე თუ არ დაგაყენე, ისე ვერ გადმოვცემ შენ სიდიადეს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, რასაც იმახურებ, ქრისტე აღდგა! გილოცაავთ!"
თეკლა ჟვანია