ღია წერილი სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"რა თქმა უნდა, სისულელეა ინტერნეტში უცხო ადამიანებზე გაბრაზება, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე ღირს დაწერა.
ახლა ვცხოვრობ მშვიდ ტაილანდურ კურორტზე, ქალაქ ხუახინში. ქალაქი პატარაა და ყველა ამბავი და სიახლე მალევე ვრცელდება ჯგუფებში, სოციალურ ქსელში. იანვრის ბოლოს ერთ-ერთ საიტზე გამოჩნდა ფოტო, რომელიც გადაღებულია სანაპიროზე - 3 პუტკუნა ქალი უყურებს დელტაპლანებით მოვარჯიშეებს. მე მაჩვენეს ეს ფოტო და თან იცინოდნენ ამ ქალებზე. მაშინ არ მომეწონა და უკმაყოფილება გამოვთქვი იმის თაობაზე, რომ ფოტოებს დაუკითხავად დებდნენ ქსელში და ადამიანებს დაცინვის ობიექტად აქცევდნენ.
...აპრილში ტაილანდში ჩამოვიყვანე დედაჩემი. დიახ, დედა არ ჰგავს ფიტნეს ინსტრუქტორს, მას აქვს მუცელი და უკანალი, ცელულიტი. აცვია საკმაოდ დიდი ზომის საცურაო კოსტიუმი, ახურავს დიდი ქუდი, უკეთია მზის სათვალე და აცვია ზაფხულის ვარდისფერი ფეხსაცმელი.
თქვენც ასე ფიქრობთ, რომ მსუქანი ადამიანები თავად არიან დამნაშავეები იმაში, რომ მსუქნები არიან? ნუთუ ასეთი რთულია? - სმუზი, ავოკადო, იოგა... დედაჩემი ბოლო 40 წელი რატომღაც არ ვარჯიშობდა იოგას, არც სმუზის სვამდა. ის ექიმი იყო, ქმარს გაშორდა და მე და ჩემი ძმა გაჭირვებით გაგვზარდა. ეხმარებოდა ნათესავებს, გაჭირვებაც გადაუტანია, უფულობა, მუშაობდა, მუშაობდა ხელფასიდან ხელფასამდე...
და ამ ყველაფერთან ერთად, იოგით არ იყო დაკავებული. ათასობით ადამიანი გამოაჯანმრთელა. მის კაბინეტში მადლიერების გრძნობით შემოდიოდნენ პაციენტები ყვავილებით, ტორტებით.
ამ წელს გადავწყვიტე მეჩვენებინა, როგორია სამყარო მისი პატარა ქალაქის ფარგლებს გარეთ. ძალიან განვიცდი, როდესაც უცხო სადილზე მეკითხება - ძალიან კალორიულია?
მე ყოველ ჯერზე ვატყუებ, რომ არ არის კალორიული.
დედამ იცის, რომ მისთვის არ შეიძლება ცომეული, ტკბილეული, შემწვარი. მან ყველა დიეტა გამოსცადა. ის ვერ იტანს ტორტებს, რომლებსაც პაციენტები ჩუქნიან. არც ერთი არ უჭამია, ექთნებს ჩუქნიდა. რა თქმა უნდა, მორიგი დიეტის შემდეგ ისევ არღვევდა დიეტას.
ხშირად მსუქან ადამიანებს აგულიანებენ: "ნუ ღელავ, შენი წონა მხოლოდ შენი პრობლემაა". ეს არ არის სიმართლე, ეს ასე არ არის. შენი წონა არის ის, რასაც განიხილავენ შენს ზურგს უკან. ხშირად უბრალო დახასიათებისას შენს წონას პირველ რიგშ ახსენებენ. შეიძლება, კაფეში გაგრძნობინონ ან ტრანსპორტში, თუ "რამხელა ხარ".
ახლა ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ რით იკვებება დედა. 2 კვირაში მივაღწიე იმას, რომ დედა - არაჩვეულებრივი ექიმი, შესანიშნავი პიროვნება, ორი შვილის აღმზრდელი ჭამს საჭმელს და არ გრძნობს თავს უკანასკნელად ადამიანებს შორის!
აქ, ტაილანდში, მას არავინ განიკითხავს იმის გამო, რომ ის არ გამოიყურება 20 წლის სულელი გოგოსავით ინსტაგრამიდან. არაჩვეულებრივი ქვეყანაა!
მადლობა ღმერთს, რომ დედამ არ იცის ფეისბუქით სარგებლობა და არ იცის, რომ ინტერნეტჯგუფებში არიან ადამიანები ლამაზი სხეულით, რომლებიც დარბიან სანაპიროზე ფოტოაპარატით და უღებენ უცხო ქალებს ფოტოებს, მათი სხეულები ხომ არ შეესაბამება სანაპიროს ქალღმერთების სტანდარტებს.
შემდეგ სხვა ჭკვიანი ადამიანები განათავსებენ ამ ფოტოებს სოც. ქსელში და ხალხს ურჩევენ იყვნენ ჭკვიანები, ლამაზები და ივარჯიშონ იოგის სექციაში...
არა, დედაჩემი არ არის ფიტნეს-გოგო, ის საკმაოდ პუტკუნაა, მაგრამ საოცარი პიროვნებაა და მე მისით ვამაყობ..."