საქართველოს მწერალთა შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის საპატიო წევრი, პოეტი ნინო კემულარია 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ის დიდი ხანი ავადმყოფობდა - სიმსივნე ჰქონდა.
"რა ხანმოკლე ყოფილა შენი წუთისოფელი, ჩემო თბილო ნინიკო! ულამაზესი სულის ადამიანო... როგორ გიყვარდა სიცოცხლე, ბუნება, პოეზია, ადამიანები, მეგობრები... ვაიმე, ვბღავი ახლა მე ნინოოო! როგორი იმედი გქონდა, რომ კარგად იქნებოიდი. არ ამომდის პირიდან შენთან მიმართებაში, ნათელში იყოს შენი სული-თქო, იმდენად არ მჯერა რომ აღა რხარ ცოცხლებს შორის.... ღიმილიანო გოგო.... როგორ ამატირე დღეს... ამას ელოდა შენი სული, რომ აღდგომის კვირაში გაფრენილიყო... პირდაპირ სამოთხეში ხარ ახლა და მშვიდად დაიმკვიდრე იქ სამუდამო სასუფეველი....
ოოოოჰ, რა საძაგელი ხარ სიკვდილო... რატომ ერთ დღესაც შენ არ მოკვდები თავად!.." - წერს პოეტი მანანა ტონია.