ბევრ დედას გულის სიღრმეში ეშინია, რომ სამშობიაროში შეიძლება ახალშობილები ერთმანეთში აერიოთ. გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას, როდესაც ეს შიში გამართლებული აღმოჩნდა.
მეორე გოგონაც იპოვეს - ანია. აღმოჩნდა, რომ ის მამასთან ერთად მათგან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობდა. იულია იხსენებს ბიოლოგიურ შვილთან შეხვედრის დეტალებს: "ვერ მოვითმინე და ადრე მივედი. ანია გამოვიდა სასტუმრო ოთახში და მომესალმა. ის იყო ჩემი ასლი 12 წლის ასაკში. მასთან ერთად სამი საათი გავატარე. მინდოდა მაშინვე ჩამეკიდა ხელი და სახლში წამეყვანა. ფეხები აღარ მემორჩილებოდა".
ანიას მამა ნაიმატი წარმოშობით ტაჯიკეთიდანაა. ის 16 წლის ელენაზე დაქორწინდა. მისი სიტყვებით, ვერც კი იფიქრებდა ცოლის მხრიდან ღალატზე. "ის იყო შაქარივით თეთრი, ისეთივე ლამაზი, როგორც დედამისი". მოგვიანებით ნაიმატი გაშორდა ლენას, გოგონა კი მამასთან დარჩა.
რა თქმა უნდა, ანია და ირა შოკში იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ სამშობიაროში შეცვალეს. მათ უარი განაცხადეს თავიანთი ოჯახების დატოვებაზე. ანიას ზრდიან მკაცრი მუსლიმანურ ტრადიციებით და გოგონებს უჭირთ ერთმანეთის გაგება.
სენდიმ ბიჭს რობინი დაარქვა, მერსიმ - გევინი. მას მერე, რაც სიმართლე გაირკვა, დედებმა რთული გადაწყვეტილება მიიღეს, დაიტოვეს ბავშვები. მათ ერთმანეთან ჰქონდათ კონტაქტი. ბიჭები ძმებივით იზრდებოდნენ 15 წლამდე. მაშინ მერსიმ დაითანხმა რობინი, ბიოლოგიური შვილი, გადმოსულიყო საცხოვრებლად გევინთან. სენდი ძალიან გულდაწყვეტილი იყო, მან დაკარგა ბიჭებთან კონტაქტი. ახლა ისინი 23 წლისანი არიან. მერსიმ აღიარა, რომ "მიიღო საუკეთესო ორივე სამყაროსგან".
60-წლის მამაკაცი, რომელმაც უარი განაცხადა სახელისა და გვარის გასაჯაროვებაზე, "მამის" სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა მიზერული შემოსავლით. ოჯახში მის გარდა 3 უფროსი ძმა იზრდებოდა.
როდესაც წამოიზარდა, საღამოს სკოლაში სწავლობდა, დღე კი ფაბრიკაში მუშაობდა. არ დაოჯახებულა. მთელი ცხოვრება ეხმარებოდა უფროს "ძმებს".
მეორე ბავშვი, რომელიც 13 წუთის შემდეგ, იმავე სამშობიაროში დაიბადა, იზრდებოდა სიყვარულში და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. მამას ეჭვი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ის სრულებით არ ჰგავდა უფროს ბავშვებს. დნმ-მა დაამტკიცა მისი ეჭვები.
სასამართლომ გადაწყვიტა, ღარიბისთვის 374 000$ გადაეხადათ მდიდარ მშობლებს. ამასობაში "ღარიბის" მშობლები გარდაიცვალნენ. "ტექნიკურად" ის ნამდვილი ოჯახის უფროსი შვილია, რაც ეჭვქვეშ აყენებს "პრინცის" კომპანიის სათავეში ყოფნის ნამდვილობას.
დნმ-ის ექსპერტიზა იმ პერიოდში არ ხდებოდა, ამიტომ რიმას არ ჰქონდა არავითარი დამამტკიცებელი საბუთი. ის ხშირად კამათობდა მეუღლესთან. ბოლოს გაშორდნენ.
იულიას არ ჰქონდა არავითარი ეჭვები ამის თაობაზე.
სიმართლე მხოლოდ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ტატიანას უკვე თავისი ოჯახი ჰყავს. რიმამ უამბო ვერონიკას, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ის ტყუილში ცხოვრობდა. მალე ეჭვები დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა. "რამდენიმე დღე ვტიროდი, ბავშვების წყალობით დავშმვიდდი", - იხსენებს ტატიანა. ახლა რიმა და იულია აპირებენ სასამართლოში უჩივლონ რეგიონალურ სამშობიაროს, სადაც მოხდა ბავშვების შეცვლა.