თაფლის, ფიჭის, დინდგელის დადებით, სასწაულმოქმედ თვისებებზე ბევრი გვსმენია, თუმცა არსებობს კონკრეტული რეცეპტები და დანიშნულებები, რომელთა ცოდნაც ძალიან გამოგვადგება.
რამდენიმე ძალიან საჭირო რჩევით კომპანია "სამეფო თაფლის" წარმომადგენლებმა მოგვამარაგეს. სანამ ამ სხვათაგან გამორჩეული კომპანიის შესახებ გიამბოთ, მანამდე ამ რჩევებს გაგიზიარებთ:
ინგრედიენტები:
თაფლი - 200 გ. ნიგოზი - 200 გ. შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 200 გ. გარგრის ჩირი - 200 გ. ქიშმიში (თეთრიც და შავიც) - 200 გ. ლიმონი - 1
მომზადება ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატეთ და კარგად აურიეთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში.
მათი საკვების მომნელებელი ტრაქტი ჯერ კიდევ განუვითარებელია. ასევე, პატარა ბავშვები ვერ აწარმოებენ საკმარის მჟავას ბაქტერიებისა და სხვა ტოქსინების გასანადგურებლად.
უფროს ბავშვებში კი, საჭმლის მომნელებელი სისტემა უკვე განვითარებულია და თაფლის ჭამა უსაფრთხო და სასარგებლოა.
მიირთვით დილით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე და დაიწყეთ დილა ენერგიულად.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ მჟავიანობა კლებულობს, თუ ფიჭას ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე შეჭამთ და მოიმატებს, თუ უშუალოდ ჭამის წინ მიიღებთ.
ფიჭის თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა მზარდი ორგანიზმისთვის. მისი რეგულარულად გამოყენებისას ბავშვები იშვიათად ავადმყოფობენ და უფრო ძლიერები და ჯანმრთელები იზრდებიან.
თაფლის ფიჭას იყენებენ, აგრეთვე, სასუნთქი გზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
გვესაუბრება კომპანია "სამეფო თაფლის" დირექტორი გიორგი გომელაური:
- ჩვენი თაფლი არის ნატურალური. არ ვურევთ ანტიბიოტიკებს და შაქარს. ამას ძალიან ვაკონტროლებთ. ჩვენც გვყავს ფუტკრები და ვისთანაც ვთანამშრომლობთ, მათ ფუტკრებსაც ვაკონტროლებთ, რომ გვქონდეს 100 პროცენტით ნატურალური პროდუქცია. ასევე გვაქვს ინოვაციური პროდუქცია, რომელიც სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის. ესენია ფიჭიანი თაფლი და ასევე, თხილეულია თაფლში ჩალაგებული. მეფუტკრეობის სფეროში 20 წელია, რაც ვართ. უშუალოდ ეს კომპანია 2 წელია, რც გვაქვს.
- კახეთში, ახმეტაში. ძირითადად კახეთის თაფლს ვაწარმოებთ. წაბლის თაფლი არ არის კახეთში და მხოლოდ ის ჩამოგვაქვს დასავლეთიდან.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტურისტულ მაღაზია "ჯორჯიანს", სადაც იყიდება ჩვენი პროდუქცია და ეს მაღაზია დიდ სტიმულს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებსა და ხელოვანებს.
პირველი ტურისტული მაღაზია "ჯორჯიან"-ი
პირველი ტურისტული მაღაზია „ჯორჯიან“ საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გახსა. დავით აღმაშენებლის #55-ში მდებარე მაღაზია თავისი არსით უნიკალურია და ტურისტებს ქართული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, „ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწერამეობის ხელშეწყობას.
თბილისში მართლაც რომ გამორჩეულ მაღაზიაში „ჯორჯიან“ დაგვხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული და სასმელი, წიგნები და ა.შ. აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის მრჩევლის Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინოც თავისი სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ეს არ არის ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის, ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა და ქართული სიამაყის დათვალიერება.
„ბიბლუსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. „ჯორჯიან“ მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის მეტად პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმა ნელ-ნელა ფეხი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.