ჰოლივუდში განქორწინება ხშირი მოვლენაა, მაგრამ "ოსკაროსანმა" მსახიობმა ტომ ჰენქსმა და რიტა უილსონმა 31 წელი გაძლეს ქორწინებაში. ტომ ჰენქსს ბედნიერი ქორწინების რამდენიმე წესი აქვს, რომელსაც გვიზიარებს.
რიტამ და ტომმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ამ დროისთვის ტომი დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა, რიტას კისაქმრო. 3 წლის შემდეგ ტომი ცოლს გაშორდა და რიტას სთხოვა ცოლობა. "პირველი ქორწინებისას ახალგაზრდა ვიყავი. ოჯახი იმპულსებს აყოლილი არ უნდა შექმნა, ჯობია, 30 წლამდე არ დაქორწინდეთ".
ტომი კათოლიკეა, რიტა - მართლმადიდებელი. რიტას ბერძნული ფესვები აქვს და მის გამო ტომმა რელიგია შეიცვალა. "რიტას ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად, დაქორწინებამდე მის რწმენაზე გადმოვედი".
31 წლის მანძილზე უამრავი დაბრკოლება და სიხარული შეხვდათ. მაგრამ ისინი მუდამ ამხნევებდნენ ერთმანეთს. 1994 წელს "ფილადელფიაში" შესრულებული როლისთვის ტომმა "ოსკარი" მიიღო. სცენაზე მყოფმა მან თქვა: "მე აქ ვდგავარ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი, რომელთანაც ცხოვრება მაკავშირებს, ყოველდღე მაბედნიერებს თავისი სიყვარულით". 2015 წელს რიტას ძუძუს კიბო დაუდგინეს. ჰენქსი ცოლზე მზრუნველი და მომვლელი გახდა. ერთხელ კი თქვა: "ქედის ვიხრი ჩემი ცოლის მამაცობის წინაშე". წყვილმა ერთად დაამარცხა ავადმყოფობა. განაგრძეთ კითხვა