როგორც ამბობენ, ჯერ არ დაქორწინებულან და დანიშნულები არიან, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც არაფერია, მაგრამ ნიშნობამდე, რომლის ფოტო თავად საპატარძლომ საკუთარ "ინსტაგრამზე" გაავრცელა, ინტერნეტსაზოგადოება გააოცა, რადგან მანამდე მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას არასად გაუჟონავს...
თუ რატომ აღმოჩნდა პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მის საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ამბავი მოულოდნელი, ამაზე თავად ნოე სულაბერიძე AMBEBI.GE-ს ასე პასუხობს:
"ალბათ იმიტომ, რომ მანამდე ყურმოკვრითაც არავის არ სმენია ჩვენზე არაფერი. შენიღბვა კარგად მოვახერხეთ... სხვათა შორის, ყველა გვეუბნება, რომ ერთმანეთს ვგავართ და ძალიან ვუხდებით, ხშირად გვწერენ კიდევაც. ეს პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა" - გვეუბნება ნოე.
ჯანეტი კი გვიყვება, რომ ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო:
"ნოე თბილისში იყო, მე - მოსკოვში. ამიტომ თავიდან ტელეფონით გვქონდა კომუნიკაცია... წლებია, ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, უბრალოდ, მანამდე მეგობრული კონტაქტიც კი არ გვქონია“.
- ერთად ყოფნის გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ?
ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ფოტოები - მშობლები და სიმპათიური ძმა, რომელიც დიპლომატობას აპირებს
ჯანეტი:
- ზოგადად ასეთი გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ძალიან რთულია, თუმცა იმდენად ერთნაირი ღირებულებები და ხასიათი გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია.
- ნოე, როგორ აუხსენი სიყვარული ჯანეტს?
- "გაბრაზებულზე"... ხოლო სიტყვების ფორმულირებას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ეს პირადულია და ის ორ ადამიანს შორის უნდა რჩებოდეს. განაგრძეთ კითხვა