2008 წელს სოხუმში სოუმინის შენობაზე სადაც ადრე ჟიული შარტავა აწამეს დავით წოწორიამ საქართველოს დროშა აღმართა, ამის გამო დაიჭირეს და 14 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა. შემდეგ ქართული მხარისა და გაეროს მხარდაჭერით გათავისუფლდა და მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
- რატომ წახვედი საქართველოდნ?
- წამოსვლის მოზეზი უმუშევრობა იყო. ბანკში ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ანაზღაურება იყო ძალიან დაბალი, რაც 1 კვირაც კი არ მყოფნიდა.
- მოხუცის მომვლელად მუშაობა არ გაგიჭირდა?
- მთავარია ადამიანის მონდომება თუ ადამიანმა მოინდომა, ყველაფერს შეძლებს, ძნელი არ არის ნამდვილად, მაგრამ არც ადვილია.
- რატომ არ გაუშვი დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ და რატომ არჩიე თავად წასვლა?
- ეს სამწუხარო მენტალობა 21-ე საუკუნის სენია, რომელიც საქართველოს ინდექსად იქცა და შეცვლას არ ექვემდებარება. სამწუხაროდ, საქართველოში ბიჭები დედებს უშვებენ საზღვარგარეთ სამუშაოდ მე ვერ გავუშვებ დედას, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. განაგრძეთ კითხვა