სამგზავრო თვითმფრინავი აფრენის შემდგომ მალევე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო აეროპორტში, როდესაც ბორტზე მყოფმა მგზავრმა გააცნობიერა, რომ ჩვილი აეროპორტში დარჩა.
ავიაკომპანია„Saudia Flight“-ის თვითმფრინავში გულმავიწყ დედამ შვილი გაახსენდა.
დაბნეულ ოპერატორებსა და პილოტებს შორის საუბარი გაიმართა, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობდნენ აეხსნათ ოპერატორებისთვის ეს უცნაური ვითარება. ამასობაში, აეროპორტის მესვეურები სასწრაფო წესით ადგენდნენ პროტოკოლს ამგვარი ვითარებისთვის. – იტყობინება „Gulf News“-ი.
„უფალი იყოს ჩვენი მფარველი. დავბრუნდეთ უკან თუ რა ვქნათ?“ - ისმის პილოტის ხმა, რომელიც კითხვით მიმართავს რეისებზე პასუხისმგებელ ოპერატორებს. რეისის ნომრის ჩანიშვნის შემდეგისმის ოპერატორის ხმა, რომელიც სხვა ოპერატორებს ეკითხება, თუ რომელი პროტოკოლის თანახმად უნდა იმოქმედოს, თუ ამგვარი პროტოკოლი საერთოდ არსებობს?
„რეისი უკან დაბრუნებას ითხოვს... ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს შვილი მოსაცდელ დარბაზში დარჩა, საბრალო…“ განაგრძო პილოტმა. საჰაერო მოძრაობის რეგულირების სამსახურის თანამშრომლებმა პილოტს მათთვის მიწოდებული ინფორმაციის დადასტურება მოსთხოვეს, რაზეც პილოტმა უპასუხა: „ჩვენ გითხარით, რომ ბორტზე მყოფ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და უარს ამბობს ფრენის გაგრძელებაზე.“
ამის შემდეგ, ოპერატორმა თვითმფრინავის ქალაქ ჯიდას აეროპორტში დაბრუნების განკარგულება გასცა. „კარგით, გასაგებია, კურსი უკან აიღეთ“ თქვა მან, „ეს როგორც ჩანს უნკალური შემთხვევაა.“
„Gulf News“-ისა და „GDN Online“-ის თანახმად, მას შემდეგ რაც ეს ამბავი გახმაურდა, ბევრმა ადამიანმა საკუთარი მოსაზრება სოციალური მედიის საშუალებით დააფიქსირა. მაშინ როცა ადამიანების ერთი ნაწილი პილოტებს აქებდა, მათი გაგების უნარისა და შექმნილ ვითარებაში გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულების გამო, ადამიანთა მეორე ნაწილი უყურადღებო დედის საქციელს განიხილავდა.
ამ ამბის შემდგომ, არ გავრცელებულა დამატებითი ინფორმაცია არც დედასა და არც შვილის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, რადგან თვითმფრინავიწითელი ზღვის საპორტო ქალაქში დაბრუნდა.