გამაოგნებელი ტრაგედია დატრიალდა 21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, სადაც, არსებული ინფორმაციით, 7 თვის ბავშვი არასრულწლოვამა დედამ საწოლში გაგუდა, რის შემდეგაც სახლიდან გაიქცა. განგაში გამთენიას ბავშვის მამამ მას შემდეგ ატეხა, როცა ჩვილი გარდაცვლილი ნახა.
"დილის 05 საათზე ნახა მამამ გარდაცვლილი შვილი ბავშვის საწოლში, ამის შემდეგ დაიწყო ცოლის ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვა. ბიჭმა ატეხა ყვირილი, ოჯახის წევრები გააღვიძა და ეს საშინელება ნახეს. დედა რომ ვერ ნახეს სახლში და ბავშვი გარდაცვლილი იყო, ყველამ ეჭვი ცოლზე მიიტანა. პოლიციაც მალე მოვიდა. ახლა ამბობენ, გოგომ დანაშაული აღიარაო, თურმე დეტალურად მოჰყვა ყველაფერი რა და როგორ გააკეთა. უთქვამს, მეუღლემ და ოჯახის სხვა წევრებმა რომ დაიძინეს, ამის შემდეგ ჩემი ხელით გავგუდე ბავშვი, ქმრის გამწარება მინდოდაო. მოტივი მართლა რა იყო, არ ვიცით. სერიოზული კონფლიქტები
მათ არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროული, ცოტა ფულიც წაიღო და ისე მიიმალა", - ამბობს მეზობელი.
როგორც კი ფაქტი გახმაურდა, მაშინვე საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის დედა თბილისში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. იმასაც ამბობენ, დედას კასპიდან თბილისში გადაადგილებაში ვიღაც ეხმარებოდა. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა საქმეში ახალი ფიგურანტიც გამოჩნდეს და მას დანაშაულის დაფარვაში დასდონ ბრალი.
გამოძიების მტკიცებითაც, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მეზობლები იმასაც ამბობენ, გოგოს სუსტი ფსიქიკა ჰქონდა და ბოლო დროს დამამშვიდებლებს სვამდაო.
მათი თქმით, ბავშვის ტირილი განსაკუთრებით აღიზიანებდა.
მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ ოჯახის წევრებს. ბრალდებულის მეუღლეს სოფელში დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის კონფლიქტური ადამიანი არ არის. სპორტს მისდევდა, მოჭიდავეა. ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ აღაიანში, თუმცა იგი მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, "გამოძიება მიდის. ოჯახურ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. ბავშვის მამა კონფლიქტური ადამიანი არ არის, სპორტსმენია. ვერც ვერსიებზე ვიტყვი ვერაფერს, ჯობია დაველოდოთ სამართალდამცავებს. ეს გოგო დასავლეთ საქართველოდან იყო. არასოდეს მიგვიღია შეტყობინება, მათ ოჯახში კონფლიქტებზე, რა მოხდა, არ ვიცი", - ამბობს ზურაბ ქურასბედიანი. განაგრძეთ კითხვა
ასევე იხილეთ:
"მადლობა თქვით, თქვენც რომ არ დაგხოცათ და ისე არ წავიდაო" - ახალი დეტალები 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე და ახლობლის კომენტარი აღაიანიდან