საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომა შეზღუდოს, რომელიც აზარტული თამაშების , ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა. ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისადასასტიკი მოპყრობისსცენებიდეტალურადააწარმოჩენილი.
გარდა ამისა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას, მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტ პროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე , მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება!
ინიციატივა, რომელიც ბავშვის უფლებათა კოდექსშია ასახული, მიზნად ისახავ ბავშვების მცირე ასაკიდან დაცვას მავნე ზეგავლენებიდან,იქნება ეს აზარტული თამაშები, ნარკოტიკი თუ ძალადობა.
კოდექსის მიხედვით ასევე აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისადა სამოაქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთავჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. მანამდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს რიგი რეფორმებისა გატარება და ახალი პროგრამების შემუშავება დაევალებათ!